ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის შესაბამისი განკარგულებით ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპარლამენტო არჩევნები 9 ივნისს გაიმართება. ე.წ.საპარლამენტო არჩევნებზე რუსეთი თავის დამკვირვებლებს გაგზავნის. ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. პარლამენტი ერთპალატიანია და 34 დეპუტატისგან შედგება.
წინა სტატია დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილის ინფორმაციით, თვითმმართველობის კომიტეტი "ტყის კოდექსის“ პროექტს მხარს არ უჭერს. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. ქუცნაშვილის თქმით, დღეს გაიმართა კომიტეტის სხდომა, სადაც "ტყის კოდექსის“ პროექტის "თვითმმართველობის კოდექსთან“ შესაბამისობაში მოყვანის საკითხი დაისვა, მათ შორის, ხელისუფლების დეცენტრალიზაციის პოლიტიკის თვალსაზრისით. "სამართლებრივი და პოლიტიკური მოსაზრებების გათვალისწინებით, კომიტეტმა ინიცირებულ პროექტს მხარი არ დაუჭირა”, – განაცხადა ქუცნაშვილმა. ა​ღნიშნული კანონპროექტი ინიცირებულია მთავრობის, კერძოდ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის...
წინა სტატია აბასთუმანში ტუბსაავადმყოფოს 25 პაციენტიდან ორი სხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენები კი სახლში გაუშვეს. კურორტზე ტუბსაავადმყოფო დაკეტეს, თუმცა ჯერ ახალს ფუნქციონირება არ დაუწყია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. იმ ორი პაციენტეიდან რომლებიც სახლში, ამბულატორიულ მკურნალობაზე ვერ გაუშვეს, ერთი თბილისში ტუბერკულიოზისა და ფილტვით დაავადებულთა ეროვნულ ცენტრში, მეორე კი ფსიქიატრიულში გადაიყვანეს. ტუბსაავადმყოფოს დრიექტორი რევაზ ჟღენტი ამბობს, რომ მას ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და ამიტომ მისი...
წინა სტატია "ქართული ოცნების“ მიერ დასახელებული ექვსივე კანდიდატი პროფესიონალია და საუკეთესოდ გაუძღვება იმ საქმიანობას, რაც დაკავშირებულია მუნიციპალიტეტის განვითარებასთან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დღეს, "ქართული ოცნების“ მიერ მუნიციპალიტეტებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებზე მერობის კანდიდატებისა და მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დასახელებას. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. "გვქონდა მსჯელობა პოლიტსაბჭოს ფორმატში და საბოლოოდ დამტკიცდა ექვსივე კანდიდატი – როგორც მერობის კანდიდატები, ასევე, თბილისის მაჟორიტარი...
წინა სტატია დარწმუნებული ვარ, რომ პირველივე ტურში მოვიგებთ, - ამის შესახებ "ქართული ოცნების“ მარნეულის მერობის კანდიდატმა ზაურ დარგალმა განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "პირველ რიგში ეს არის ჩემთვის შანსი ვემსახურო ჩემს მშობლიურ ქალაქს და მუნიციპალიტეტს, სადაც დავიბადე, გავიზარდე და დღესაც ვცხოვრობ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მარნეულის განვითარებას მოვახმარო. დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის მხარდაჭერით, მარნეულში მცხოვრები თითოეული ოჯახისთვის ხელშესახები პროგრესის მიღწევას შევძლებთ. დარწმუნებული...
წინა სტატია მე მწამს, რომ მაქვს შესაბამისი გამოცდილება, რომ გუნდთან ერთად გავუმკლავდე იმ გამოწვევებს, რაც მუნიციპალიტეტშია დაგროვილი, - ამის შესახებ ზატაფონში "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა გიორგი გოგლიჩიძემ განაცხადა. გოგლიჩიძის თქმით, მისი და "ქართული ოცნების" ხედვები ერთმანეთს ემთხვევა. "მინდა მადლობა გადავუხადო "ქართულ ოცნებას" ამ უდიდესი ნდობისათვის. ეს ჩემთვის არის გამოწვევა. მე მწამს, რომ მაქვს შესაბამისი გამოცდილება, რომ გუნდთან ერთად გავუმკლავდე იმ გამოწვევებს,...
მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავის სოფელ ვარდისუბანში, ქალაქ გორში მოსკოვის ქუჩის მიმდებარედ და ქალაქ ახალციხეში რუსთაველის N126-ში, 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე 21 მარტს ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 115 000 ლარია და ამ თანხაში ახალციხის, გორისა და თელავის საბავშვო ბაღების საპრექტო დოკუმენტაციის შედგენაა გათვალისწინებული. როგორც სატენდერო დოკუმენაციაშია აღნიშნული, სააღმზრდელო დაწესებულებები საერთაშორისო სტანდარტებით დაპროექტდება. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენაზე წინადადებების მიღება 30 მარტს დაიწყება და...
დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ თანამშრომლებს პირველი მოადგილე წარუდგინა. აღნიშნული თანამდებობა ზვიად შალამბერიძემ დაიკავა. იგი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში ადგილობრივ თვითმმართველობების ორგანოებთან და მოქალაქეებთან ურთიერთობის საკითხებს, ტრანსპორტის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სფეროებს გაუწევს კურირებას. ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის საკურატორო სფეროში შედის ადმინისტრაციის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და ქონებრივი საკითხები. ზვიად შალამბერიძე დღემდე შპს "ფრეგოს“დასავლეთ...
სტატიის გაგრძელება ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიას, უკვე 10 თვეა რაც თავმჯდომარე არ ჰყავს. ამის გამო კომისიის მუშაობას პრობლემები ექმნება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ბორჯომის საკრებულოში გარემოს დაცვისა და აგრარულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე "ლეიბორისტული პარტიის“ წევრი გიორგი გიუაშვილი იყო. თუმცა, მან აღნიშნული პოზიცია 2018 წლის ივნისში დატოვა. გიუაშვილის შემდეგ გარემოს დაცვის კომისიას თავმჯდომარე აღარ აურჩევია. როგორც ბორჯომის საკრებულოს...
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში მუნიციპალური განვითარების ფონდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას იწყებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები სოფელ ველისციხის ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე 55-მდე საცხოვრებელი სახლის, თეატრისა და მოედნის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. გარდა სოფელ ველისციხისა ფონდი ქუთაისში, გორში, დაბა სტეფანწმინდაში, თელავის ისტორიულ ნაწილში, უშგულის თემის სოფლებში (ჩვიბიანი, ჟიბიანი) და დაბა მესტიის ლაღამის უბანში საზოგადოებრივ-სარეკრეაციო სივრცეების, ტურისტული ობიექტებისა და მათი ინფრასტრუქტურის განვითარებას გეგმავს. "ტურისტული პოტენციალის მქონე ქალაქების ურბანული განახლების პროგრამის...
ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკოთში მდებარე მუხრან-ბატონის სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. მუხრან-ბატონის სასახლე 1840 წელს თავადი ერისთავის მიერაა აშენებული, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში სასახლე მუხრან-ბატონმა შეისყიდა, რომელიც ამავდროულად ერისთავების სიძე იყო. მას მერე ეს სასახლე მუხრან-ბატონის სასახლედ მოიხსენიება. საბჭოთა პერიოდში 20-იანი წლებიდან აქ სკოლა ფუნქციონირებდა, ხოლო XXI საუკუნის დასაწყისში -...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივები სოფლის ცენტრში შეიკრიბნენ და 16 ჰექტარი მიწის კერძო პირზე გასხვისებას აპროტესტებენ. მათი თქმით, სოფელი ძირითადად მეცხოველეობით ირჩენს თავს და სხვა ალტერნატიული ტერიტორია არ აქვს, სადაც პირუტყვის გამოკვებას შეძლებენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. აქციის მონაწილეები განმარტებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ და წინასაარჩევნო დაპირებას ახსნებენ. "სოფლის ბოლოში 16 ჰექტარი მიწა არის სოფლის საკუთრება, ამდენი წელი ჩვენ ვიყენებდით....
ტალინის მიკკელის მუზეუმში გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა - "ფიროსმანი - მარტოხელა გენიოსის სამყარო" გაიხსნა. გამოფენა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და დახმარებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა. წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა მირზაანის მუზეუმის მუდმივ კოლექციას ეკუთვნის და ისინი ერთიან კოლექციად პირველად იქნა გამოფენილი საზღვარგარეთ. ასევე, ტალინში გამოფენილია 1972 წელს პარიზში პაბლო...
ქუთაისში თავისუფლების ქუჩის მეოთხე შესახვევის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს. ადგილობრივები ქუჩაზე არსებულ მძიმე მდგომარეობას აპროტესტებენ. მათი თქმით, წლებია ამ მდგომარეობაში არიან, არაერთხელ მიმართეს მერიას, თუმცა უშედეგოდ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "რამდენიმე წელია ამ მდგომარეობაში ვართ. წვიმიან ამინდში გზაზე გავლა შეუძლებელია. ცენტრალური ქუჩაა და როდემდე უნდა ვიყოთ ასე? მივმართეთ მერიას, თუმცა უშედეგოდ. ყოველ არჩევნებზე მოდიან და გვპირდებიან, მაგრამ მერე გვივიწყებენ. მოვითხოვთ, მერიამ პრობლემა...
წინა სტატია ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მეუღლე ნანა თოდუა შესაბამის უწყებებს პატიმრობაში მყოფი ქმრის, ლაშა გოგიასა და ოჯახის უსაფრთხოების დაცვას სთხოვს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც ნანა თოდუამ განაცხადა, ლაშა გოგიაზე ზეწოლა მიმდინარეობს. ამის საფუძველს კი, როგორც მან აღნიშნა, მეუღლის მიერ ციხიდან გამოგზავნილი შეტყობინება აძლევს. ტექსტის შინაარსის გასაჯაროებისგან თოდუა თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ ის ანდერძს ჰგავდა. "დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით ჩუმად. ახლა...
ბელარუსის რესპუბლიკის მინსკის ოლქის მიადელის რაიონსა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც მერიაში განმარტავენ, მათი მხრიდან ხელშეკრულებას ხელი მერის მოადგილემ მალხაზ მერაბიშვილმა მოაწერა. მათივე ინფორმაციით, შეთანხმება სავაჭრო-ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ და კულტურულ ურთიერთობას ისახავს მიზნად. მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები გეგმავენ ეფექტურად გამოიყენონ ორივე მხარის პოტენციალი და აღიარონ საერთაშორისო კავშირების განმტკიცების აუცილებლობა. ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა 5 წელია.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ