მუხრან-ბატონის სასახლეს უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა

1544

ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ იკოთში მდებარე მუხრან-ბატონის სასახლეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

მუხრან-ბატონის სასახლე 1840 წელს თავადი ერისთავის მიერაა აშენებული, ხოლო XX საუკუნის დასაწყისში სასახლე მუხრან-ბატონმა შეისყიდა, რომელიც ამავდროულად ერისთავების სიძე იყო. მას მერე ეს სასახლე მუხრან-ბატონის სასახლედ მოიხსენიება. საბჭოთა პერიოდში 20-იანი წლებიდან აქ სკოლა ფუნქციონირებდა, ხოლო XXI საუკუნის დასაწყისში – ბერ ალექსი შუშანიას სახელობის დედათა მონასტერი დაფუძნდა.

ძეგლი ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარეობს.

ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფ იკოთში მდებარე მუხრან-ბატონის სასახლეს 2019 წლის 27 თებერვალს საქართველოს კულტურული…

Posted by საქართველოს კულტურული მემკვიდრეობა on სამშაბათი, 19 მარტი, 2019