სამი ბაღის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი გამოცხადდა

729

მუნიციპალური განვითარების ფონდმა თელავის სოფელ ვარდისუბანში, ქალაქ გორში მოსკოვის ქუჩის მიმდებარედ და ქალაქ ახალციხეში რუსთაველის N126-ში, 180 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღების მშენებლობისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე 21 მარტს ტენდერი გამოაცხადა.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 115 000 ლარია და ამ თანხაში ახალციხის, გორისა და თელავის საბავშვო ბაღების საპრექტო დოკუმენტაციის შედგენაა გათვალისწინებული.

როგორც სატენდერო დოკუმენაციაშია აღნიშნული, სააღმზრდელო დაწესებულებები საერთაშორისო სტანდარტებით დაპროექტდება.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტების შედგენაზე წინადადებების მიღება 30 მარტს დაიწყება და 2 აპრილს დასრულდება.