ტალინის მიკკელის მუზეუმში გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის ნამუშევრების გამოფენა – “ფიროსმანი – მარტოხელა გენიოსის სამყარო” გაიხსნა.
გამოფენა ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ინიციატივითა და დახმარებით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ესტონეთის ხელოვნების მუზეუმის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
წარმოდგენილი ნამუშევრების უმეტესობა მირზაანის მუზეუმის მუდმივ კოლექციას ეკუთვნის და ისინი ერთიან კოლექციად პირველად იქნა გამოფენილი საზღვარგარეთ. ასევე, ტალინში გამოფენილია 1972 წელს პარიზში პაბლო პიკასოს მიერ შექმნილი ფიროსმანის გრაფიკული პორტრეტი და ფიროსმანის 3 ფერწერული ტილო საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციიდან.
გარდა ამისა, გამოფენის ფარგლებში, 23 და 24 მარტს მიკკელის მუზეუმში გაიმართა ნიკო ფიროსმანის შემოქმედებისადმი მიძღვნილი შენეცნებით-საგანმანათლებლო გაკვეთილები ბავშვებისა და მოზარდებისთვის. გაკვეთილები ინგლისურ (ესტონური თარგმანით) და რუსულ ენებზე ჩაატარეს.
გამოფენა 23 მარტიდან 2019 წლის 11 აგვისტომდე გაგრძელდება.
ნიკო ფიროსმანის ნახატების გამოფენა ტალინში (For English Please scroll down)22 მარტს, ტალინის მიკკელის მუზეუმში…
Posted by Embassy of Georgia Tallinn, Estonia on შაბათი, 23 მარტი, 2019