დუშეთის, მცხეთის, თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 506 პროექტი განხორციელდება, რომლებზეც ჯამში 4 448 000 ლარი დაიხარჯება.
როგორც სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რეაბილიტაცია ჩაუტარდება სასმელი წყლის სისტემებს, კეთილმოეწყობა სკვერები, საბავშვო ბაღების ეზოები და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, რეაბილიტირდება და შესაბამისი ინფრასტრუქტურით აღიჭურვება სპორტული დარბაზები და სტადიონები, მოწესრიგდება შიდა სასოფლო და სოფლებს შორის დამაკავშირებელი გზები, განხორციელდება მცირე ჰესებისა და ამბულატორიების...
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია 2019 წლის ზაფხულში დასრულდება.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი, რომელიც ისტორიული პარკების ევროპული ქსელის მოწვეული ექსპერტების რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა, ბაღის ტერიტორიაზე არსებული შენობების განახლებას, წყალმომარაგების სისტემების გამართვასა და ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს.
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია იმ საპროექტო დოკუმენტის საფუძველზე მიმდინარეობს, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და ფონდი "ქართუს“ დაფინანსებით, საქართველოს მუზეუმების ასოციაციის მიერ მომზადდა.
ამჟამად...
ფოთის მერის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა. ფარეშიშვილის თქმით, პოსტი საკუთარი სურვილით დატოვა, რადგან საერთაშორისო ორგანიზაციებიდან შეთავაზება მიიღო.
"ქალაქ ფოთის მერის მოადგილემ კულტურის, სპორტისა და სოციალურ საკითხებში გიორგი ფარეშიშვილმა თანამდებობა დატოვა. იგი თავის საქმიანობას დედაქალაქში გააგრძელებს", -აცხადებენ ფოთის მერიაში.
გიორგი ფარეშიშვილი მერის მოადგილის თანამდებობას 2018 წლის პირველი იანვრიდან იკავებდა.
https://www.facebook.com/766930780029667/photos/a.812780258778052/2295277477194982/?type=3&theater
დედაქალაქის მასშტაბით მოძრავ “თბილისის მიკროავტობუსის” კუთვნილ ყველა ყვითელ მიკროავტობუსს ეტაპობრივად ჩაუტარდება ქიმიური წმენდა. ამასთან, მიკროავტობუსებში არსებულ დაზიანებული სავარძლებს შეაკეთებენ და ახლით ჩაანაცვლებენ.
როგორც კომპანია "თბილისის მიკროავტობუსში" აცხადებენ, ქიმწმენდა ავტომობილებს რეგულარულად უტარდებათ ყოველ ექვს თვეში ერთხელ შემოდგომაზე და გაზაფხულზე. ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების მოვლა-შენახვისთვის კი ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ათასი ლარი იხარჯება.
"მიმდინარეობს იმ ტიპის ხარვეზების აღმოფხვრა რაც უშუალოდ მგზავრთა კომფორტულ გადაადგილებას უკავშირდება. გარდა...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერმა კახა კალაძემ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაათვალიერებისას განაცხადა, რომ ხიდის რეაბილიტაცია მაისის ბოლოს, ვადაზე ადრე დასრულდება.
"როგორც ცნობილია, ვახუშტის ხიდის აღდგენითი სამუშაოების ხანგრძლივობა განსაზღვრული იყო ხუთი თვით, თუმცა რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, მაისში დასრულდება. აქ მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, ხიდის საყრდენები მთლიანად გამოიცვალა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ასეთი კონსტრუქციის სულ 11 ხიდი აშენდა და 10...
საქართველოში ბიომრავალფეროვნებისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თბილისის ზოოპარკმა საფრთხეში მყოფი სახეობების: კეთილშობილი ირმის, დასავლეთ კავკასიური ჯიხვისა და ნიამორის გადარჩენისა და კონსერვაციის კამპანია დაიწყო.
"ნიამორი კრიტიკულ საფრთხეში მყოფი სახეობაა და გადაშენების პირასაა მისული. მხოლოდ მცირე რაოდენობით შემოგვრჩა თუშეთში და პირიქითა ხევსურეთში. მართალია, ნიამორი საკმაოდ სწრაფია და კლდეებზეც ოსტატურად გადაადგილდება, მაგრამ ბრაკონიერები მის მონადირებას მაინც ახერხებენ,
ზოოპარკის პროგრამა იშვიათი სახეობების გამრავლებას და მათ ბუნებაში...
წინა სტატია
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. პროექტს, კონკურსში გამარჯვებული, საუკეთესო წინადადების მქონე ავსტრალიური მულტინაციონალური კომპანია „სმექი“ მოამზადებს.
ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ინტერესთა გამოხატვის პირველ ეტაპზე, დაინტერესება სულ ოთხმა კომპანიამ გამოხატა, ხოლო ფინანსური წინადადებების გახსნის ეტაპზე 3 კომპანია გადავიდა.
როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტსი აცხადებენ, კომპანია "სმექი“...
სტატია მომზადებულია "ლაივპრესის" მიერ
კოალიცია "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისთვის“ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატ მერაბ ქვარაიას შეახსენებს, რომ ის იმ პარლამენტის და იმ კომიტეტის წევრია, რომლის ფუნქციაც მთავრობის ზედამხედველობაც არის.
ასე გამოეხმაურა "ლაივპრესთან“ საუბარში ორგანიზაციის წარმომადგენელი მაგდა პოპიაშვილი მაჟორიტარის განცხადებას, მუნიციპალიტეტებისთვის ქონების გადაცემის საკითხზე, სადაც ქვარაიამ საფუძვლიანი უწოდა "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ რეკომენდაციას, რომლის თანახმადაც, მთავრობამ დროულად უნდა დაიწყოს მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა...
სტატია მომზადებულია რადიო "ათინათის" მიერ
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევაში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე სახელმწიფო უფრო მეტ უძრავ ქონებას ფლობს, ვიდრე თვითმმართველობა. ორგანიზაციამ გადაწყვიტა, აღნიშნული პრობლემის საილუსტრაციოდ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითი მოეყვანა.
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში 263 უძრავი ქონება ირიცხება, მათ შორის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებზე განთავსებული შენობა-ნაგებობები (სულ 97 შენობა, ჯამური ფართობით 24 004 კვ.მ.), სასაფლაოები, ტროტუარები, სკვერები, სტადიონები,...
კვლევის ავტორი: "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ"
კანონმდებლობის მოთხოვნისა და ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების საჯარო განცხადებების მიუხედავად, ადგილობრივ თვითმმართველობებს სახელმწიფოსგან სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები და ქონება ამ დრომდე არ მიუღიათ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 162-ე მუხლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების და ფინანსთა სამინისტროებს 2017 წლის 1 იანვრამდე უნდა შეემუშავებინათ მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველი...
აჭარაში ჩასულ ტურისტებს ახალი ეკოტურისტული ატრაქცია - "თოკების პარკი" დახვდებათ, რომელიც მტირალას ეროვნულ პარკში მოეწყო. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
პარკი გათვალისწინებულია როგორც ბავშვების, ისე დიდებისთვის. ის კავკასიის ბუნების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო და 168 ათასი ლარი დაიხარჯა.
გახსნის ღონისძიებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე და აჭარის ტურიზმისა დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტი დაესწრნენ.
"მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის ატრაქციები მეტი იყოს იქ,...
ქუთაისში, საჯარო სკოლის შენობების რეაბილიტაცია იგეგმება. როგორც 27 მარტს ჩატარებული საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი, საგანმანათლებლო დაწესებულებების უკეთ მოსაწყობად ქალაქის მერიას მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 მილიონი ლარი გადაერიცხა. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
ჯერჯერობით უცნობია, რომელი სკოლები მოხვდებიან სარეაბილიტაციო ნუსხაში და რა კრიტერიუმების მიხედვით შეირჩევიან ისინი.
მერიაში განმარტავენ, რომ შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სარეაბილიტაციო სკოლებს შეარჩევს, რომელიც ერთ კვირაში გახდება ცნობილი.
ქუთასში სულ 38 საჯარო...
გორის ორ დასახლებასა და სოფელ ქიწნისში "სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში, სპორტული სივრეები მოეწყობა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გორში სივრეების მოწყობა კომბინატის და კვერნაქის დასახლებებში იგეგმება. სპორტულ სივრცეებში გაკეთდება ფანჩატურები, სადაც სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორები დამონტაჟდება. მერიის თქმით, ამისთვის 100 000 ლარი დაიხარჯება.
"სპორტული სივრცეები "სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში მოეწყობა და უკვე შერჩეულია ადგილები, სადაც სივრეები გაკეთდება. მაგალითად, კომბინატში გადაწყვეტილია, რომ გორგასლის ქუჩასა...
გორის მერი მოქალქეების შეკითხვებს 29 მარტს 19:00 საათზე ფეისბუქ ლაივის საშუალებით უპასუხებს.
როგორც გორის მერიაში განმარტავენ, ვიდეოდიალოგისთვის 1 საათია განსაზღვრული, თუმცა მათი თქმით, კითხვების სიმრავლის შემთხვევაში, მისი გაგრძელებაც შესაძლებელია.
შეგახსენებთ, რომ გორის მერმა ბოლო ვიდეოდიალოგი 2018 წლის სექტემბერში ჩაწერა.
https://www.facebook.com/CityHallofGori/photos/a.703065099776557/2145837782165941/?type=3&theater
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქრთამის აღების ბრალდებით, მარნეულის საკრებულოს თანამშრომელი და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი რაგიმ ასკეროვი დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამშრომელი რაგიმ ასკეროვი მოქალაქეს - შ.მ.-ს, 3 000 ლარის სანაცვლოდ, ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში დასაქმებას დაჰპირდა. შ.მ.-ს ამ თანხის ნახევარი -1 500 ლარი თავიდანვე უნდა მიეცა, ხოლო დანარჩენი - მოგვიანებით უნდა გადაეცა. შ. მ. და რაგიმ ასკეროვი ერთმანეთს შეთანხმებისამებრ, მიმდინარე წლის 7 მარტს მარნეულში შეხვდნენ. შ....
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
იმის გამო, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტი და ადგილობრივები კომპენსაციაზე ვერ თანხმდებიან ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ არალში გადასასველელი ხიდის მშენებლობა ვერ სრულდება. მოსახლეობა შეთავაზებული თანხის ოდენობით უკმაყოფილოა და მათი ნაწილი მიწის დათმობაზე უარს აცხადებს. ინფორმაციას სამხრეტის კარიბჭე ავრცელებს.
ადიგენი-უდე-არლის საავტომობილო გზაზე ხიდის მშენებლობა უკვე სამი თვეა შეჩერებულია. ხიდი მთავარ საავტომობილო გზას სასოფლო–სამეურნეო ბაღების გავლით უნდა დაუკავშირდეს. პრობლემა, რომელმაც ხიდის მშენებლობა...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































