გორის მერი მოქალქეების შეკითხვებს ვიდეოდიალოგის საშუალებით უპასუხებს

797

გორის მერი მოქალქეების შეკითხვებს 29 მარტს 19:00 საათზე ფეისბუქ ლაივის საშუალებით უპასუხებს.

როგორც გორის მერიაში განმარტავენ, ვიდეოდიალოგისთვის 1 საათია განსაზღვრული, თუმცა მათი თქმით, კითხვების სიმრავლის შემთხვევაში, მისი გაგრძელებაც შესაძლებელია.

შეგახსენებთ, რომ გორის მერმა ბოლო ვიდეოდიალოგი  2018 წლის სექტემბერში ჩაწერა.