საქართველოში ბიომრავალფეროვნებისა და სიცოცხლის შესანარჩუნებლად, თბილისის ზოოპარკმა საფრთხეში მყოფი სახეობების: კეთილშობილი ირმის, დასავლეთ კავკასიური ჯიხვისა და ნიამორის გადარჩენისა და კონსერვაციის კამპანია დაიწყო.
“ნიამორი კრიტიკულ საფრთხეში მყოფი სახეობაა და გადაშენების პირასაა მისული. მხოლოდ მცირე რაოდენობით შემოგვრჩა თუშეთში და პირიქითა ხევსურეთში. მართალია, ნიამორი საკმაოდ სწრაფია და კლდეებზეც ოსტატურად გადაადგილდება, მაგრამ ბრაკონიერები მის მონადირებას მაინც ახერხებენ,
ზოოპარკის პროგრამა იშვიათი სახეობების გამრავლებას და მათ ბუნებაში დაბრუნებას ითვალისწინებს. იმისათვის, რომ ჩვენი პროექტი მასშტაბური გახდეს და შედეგი გამოიღოს, დამატებითი ფინანსებია საჭირო. ზოოპარკის ოფიციალურ ვებგვერდზე შეიქმნა ონლაინგადარიცხვის ფორმა, რომლის საშუალებითაც ნებისმიერი რაოდენობის თანხის გადმორიცხვაა შესაძლებელი“, – განმარტავენ თბილისის ზოოპარკში.
https://www.facebook.com/TbilisiZoo/photos/a.189127464574/10157433406214575/?type=3&theater