გორის ორ დასახლებასა და სოფელ ქიწნისში სპორტული სივრცეები მოეწყობა

637

გორის ორ დასახლებასა და სოფელ ქიწნისში “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში, სპორტული სივრეები მოეწყობა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, გორში სივრეების მოწყობა კომბინატის და კვერნაქის დასახლებებში იგეგმება. სპორტულ სივრცეებში გაკეთდება ფანჩატურები, სადაც სხვადასხვა ტიპის ტრენაჟორები დამონტაჟდება. მერიის თქმით, ამისთვის 100 000 ლარი დაიხარჯება.

“სპორტული სივრცეები “სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში მოეწყობა და უკვე შერჩეულია ადგილები, სადაც სივრეები გაკეთდება. მაგალითად, კომბინატში გადაწყვეტილია, რომ გორგასლის ქუჩასა და შინდისის გზატკეცილზე მოეწყოს”, – განაცხადა გორის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა.