კალაძე: ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია ვადაზე ადრე დასრულდება (ვიდეო)

818

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის მერმა კახა კალაძემ ვახუშტი ბაგრატიონის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაათვალიერებისას განაცხადა, რომ ხიდის რეაბილიტაცია მაისის ბოლოს, ვადაზე ადრე დასრულდება.

“როგორც ცნობილია, ვახუშტის ხიდის აღდგენითი სამუშაოების ხანგრძლივობა განსაზღვრული იყო ხუთი თვით, თუმცა რეაბილიტაცია ვადაზე ადრე, მაისში დასრულდება. აქ მასშტაბური სარეაბილიტაციო  სამუშაოები ჩატარდა, ხიდის საყრდენები მთლიანად გამოიცვალა. აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირის პერიოდში ასეთი კონსტრუქციის სულ 11 ხიდი აშენდა და 10 უკვე აღარ არსებობს. თბილისში ერთადერთი ეს ხიდია შემორჩენილი და მისი მდგომარეობა არცთუ ისე სახარბიელო იყო. ჩვენ სრულად მოვაწესრიგებთ ხიდს და ორი წლის განმავლობაში დავაკვირდებით. მომავალ კვირას, აღნიშნულ ზოლში მოასფალტების დასრულების შემდეგ, ხიდის მეორე ნაწილის რეაბილიტაციაზე გადავალთ. სამუშაოები მაისში დასრულდება და მოძრაობაც სრულად სწორედ ამ დროისთვის აღდგება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

სარეაბილიტაციო სამუშაოებზე, დაახლოებით, 2.4 მილიონი ლარი იხარჯება.

დედაქალაქის მერი ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ვახუშტის ხიდის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო.როგორც კახა კალაძემ განაცხადა, ვახუშტის ხიდზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები ვადაზე ადრე, მაისში დასრულდება.იხილეთ ვრცლად : http://tbilisi.gov.ge/news/7357

Posted by თბილისის მერია / Tbilisi City Hall on კვირა, 31 მარტი, 2019