ნაძალადევის რაიონში, ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის პირველ კვარტალში, დევნილთა დასახლების მიმდებარედ გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
როგორც გამგეობაში აცხადებენ, N20 ბ და გ კორპუსებთან გრუნტის დამჭერი კედლები, ბორდიური და ტროტუარი მოეწყო. ასევე, დაიგო ასფალტის ორფენიანი საფარი. მათივე ცნობით, საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 2 400 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.
"საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება დავასრულეთ კიდევ ერთ დასახლებაში, სადაც გზის რეაბილიტაციამდე სანიაღვრე ქსელიც მოვაწყეთ. ამ მისამართზე, ძირითადად, დევნილი...
ქუთაისის მერიას სასამართლო დავა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოუგო. სააპელაციო სასამართლომ მერიისა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილის, თამარ მინაძის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონოდ ცნო.
ამის სესახებ თამარ მინაძის ადვოკატი პაატა შავაძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს.
"პირველი ნოვაციური წარმატებული ნაბიჯი! შევქმენით პრეცედენტი, დავნერგეთ ახალი პრაქტიკა! ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, თავისი 2019 წლის 17 აპრილის განჩინებით,...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ქუთაისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოების გამო, დაახლოებით, ერთი თვის განმავლობაში პრესის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან გამარჯვების მოედნამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.
"მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლაღიძის ქუჩის გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე, რომელიც რუსთაველის გამზირს გამარჯვების მოედანთან შეუერთდება.
ბარათაშვილის ქუჩის ბოლოდან, რუსთაველის მე-9 და ბარათაშვილის მე-7 შესახვევამდე მოძრაობა ორმხრივი იქნება. ქალაქის ცენტრის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი გახდება ბარათაშვილისა და ამავე ქუჩის მე-7 შესახვევიდან.
სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას გველესიანისა...
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ, სოციალურ საკითხთა სამსახურის თანადაფინანსებით, "ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების" პროგრამის განხორციელება დაიწყო.
მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, შეირჩა ორგანიზაცია "მეწარმე ქალთა ფონდი", რომელიც აღნიშნულ პროგრამას განახორციელებს.
ორგანიზაციის წარმომადგენლებს ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე შეხვდა.
"დღეს დაიწყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამის განხორციელება, ეს იყო ჩვენი ინიციატივა, რომელსაც ქუთაისის მერია პირველად ახორციელებს სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობით. ჩვენ გამოვაცხადეთ კონკურსი, რომლის...
ვინ და რა ფორმით ებმება პოლიტიკურ მარათონში და რა დაპირებები აქვთ მერობის კანდიდატებს? ამის შესახებ "TV25" "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატს ვახტანგ ბერიძეს და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ ირაკლი ჯორბენაძეს ესაუბრა.
https://www.youtube.com/watch?time_continue=238&v=rwMQO7Gtu14
ხულოს მერობისთვის სულ ოთხი კანდიდატი იბრძოლებს.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პარლამენტის შუალედური, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე და საკრებულოების შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების რიგითი ნომრები უკვე განზღვრა. მმართველი გუნდისა და "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატები, ამომრჩეველთა წინაშე უცვლელი პარტიული...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
რამდენიმე თვის წინ აჭარის მთავრობამ ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლებისთვის კორპუსების მშენებლობა დააანონსა. პროექტი შედგენილია, თუმცა ამ დრომდე ვერ შეჯერდნენ კრიტერიუმებზე, რომლითაც ე.წ მუყაოს ქალაქელები დაკმაყოფილდებიან. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ამ ტერიტორიაზე 11 სართულიანი 4 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გეგმის მიხედვით, სექტემბერში დაიწყება. საპროექტო სამუშაოებზე "ინჟ არქიტექტი“ იმუშავებს. კომპანიის არქიტექტორის ინფორმაციით, კორპუსი სავარაუდოდ, 2 ოთახიანი ბინებით დაკომპლექტდება.
ხელშეკრულების თანახმად, კომპანია სამუშაოებს სამ...
ბათუმში ე,წ. ბარცხანის ხიდზე ასფალტის საფარი რამდენიმე ადგილას დაზიანებულია. გუშინ, 17 აპრილს კი, ხიდის მცირე მონაკვეთი ჩამოიშალა და გზაზე მიმავალი ავტომობილის საბურავი ორმოში გაიჭედა.
"აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან" საუბარში გოჩა ტრაპაიძე იხსენებს, რომ შემთხვევის დროს დაშავდა მისი მეგობარი და ასევე, დაზიანდა მანქანა.
''მოვდიოდით ჩვეულებრივად, არაფერი არ იყო, ხიდზე გადმოსვლის დროს კი უცებ ჩატყდა და მანქანა ჩავარდა. დავზარალდით, ჩემმა მეგობარმა, რომელიც მანქანაში იყო თავი...
გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაქვემდებარებაში არსებულ 10 ა(ა)იპ - ში სულ 2 160 ადამიანი მუშაობს. მათი უმრავლესობა, 1 284 ადამიანი, ხელშეკრულებითაა დასაქმებული. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ა(ა)იპ-ებიდან ყველაზე მეტი თანამშრომელი სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ჰყავს. სააგენტოში 872 თანამშრომლიდან 191 ხელშეკრულებითაა აყვანილი.
ყველაზე მეტი უშტატო თანამშრომელი კი, კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოშია. 461 პირიდან, შტატში მხოლოდ 48 იმყოფება.
ყველაზე ცოტა თანამშრომელი - ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის გაზეთი...
2018 წლის ბიუჯეტში თავისუფალი ნაშთის სახით არსებულმა თანხამ 4 192 000 ლარი შეადგინა, - ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოდნ "რადიო მოზაიკის" მიერ გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საკრებულოს ცნობით, 2 მილიონი გასულ წელს პროექტების განხორციელების შედეგად გაკეთებული ეკონომიებიდან შემორჩენილი თანხაა, დაახლოებით, ამდენივე კი, სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი ფინანსებიდნ დარჩა.
თავისუფალი ნაშთის სახით არსებული თანხა გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ 2019 წლის ბიუჯეტში გადაიტანა და სხვადასხვა...
რას პირდებიან ზუგდიდის მერობის მსურველი დამოუკიდებელი კანდიდატები ამომრჩევლებს? ამის შესახებ გამოცემა "ლაივპრესი" რამდენიმე კანდიდატს ესაუბრა.
ზუგდიდის მერობა 4 დამოუკიდებელ კანდიდატს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტს ზვიად სიჭინავას, მოძრაობის "სამეგრელოს ხმის“ დამფუძნებელ თენგიზ ჯგუშიას, თეოლოგ დავით თორდიასა და ისტორიკოს გოგიტა ბიგვავას სურთ.
ზვიად სიჭინავა 2017 წლის მერის არჩევნებში მონაწილეობდა, თუმცა, დამარცხდა და ამბობს, რომ გამარჯვებაში არც ახლაა დარწმუნებული, მაგრამ მოქალაქეებს ალტერნატიული არჩევანის...
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, წელს პირველად მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჯამში 15 540 000 ლარია გამოყოფილი. კერძოდ, საგზაო უსაფრთხოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონი, ხოლო მსოფლიო ბანკიდან 6 540 000 ლარია გათვალისწინებული.
დეპარტამენტის ცნობით, საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის განახლდება თვალამრიდები და ზღუდარები. ასევე. დაემატება საგზაო ნიშნები, უსაფრთხოების კუნძულები და სიჩქარის შემზღუდავი ხელოვნური ბარიერები, ხოლო გზები აღიჭურვება სათვალთვალო კამერებით.
უწყების ინფორმაციით, მხოლოდ საგზაო უსაფრთხოების...
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას სამცხე–ჯავახეთი 2019 წლის პირველი იანვრიდან გამოეთიშა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ორწლიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და მომდევნო დაბადებულ ბავშვზე ყოველ თვეში ფულად დახმარებას იღებდნენ, გაუქმდა. მიზეზი ისაა, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით სამცხე–ჯავახეთში შობადობის სტატისტიკა გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ წლის განამვლობაში რეგიონში 200–ზე მეტი ბავშვი დაიბადა.
პროგრამა 2017 წლის იანვრიდან დაბადებულ ბავშვებს ეხებოდათ....
წინა სტატია
ტაქსის მძღოლებმა, რომლებიც თბილისის მერიის მიერ ტაქსის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმას აპროტესტებენ, საგანგებო განცხადება გააკეთეს. საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელმა არჩილ არჯევანიძემ განმარტა, რომ ტაქსის მძღოლები მზად არიან საპროტესტო აქციებიდან მოლაპარაკებების რეჟიმში გადაინაცვლონ. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
არჯევანიძის თქმით, ისინი მერიასთან შეთანხმდნენ, რომ მარჯვენასაჭიანი ტაქსები გადიან B კატეგორიის ტაქსებში და 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დაიშვებიან. ასევე, შეთანხმდნენ, რომ სურვილის მიხედვით მძღოლები შეღებავენ მანქანას ან ფირს გადააკრავენ.
"გვექნება კიდევ...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა დედაქალაქის მასშტაბით, ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურთან უკვე შეთანხმებულია ის 20 ადგილი, სადაც ლითონის ხიდები მოიხსნება და ქვეითთა ზებრა-გადასასვლელები მოეწყობა.
"დემონტაჟი ისე მიმდინარეობს, რომ შემდგომ, საჭიროების შემთხვევაში, თუკი რომელიმე ადგილზე ზებრა გადასასვლელის გაკეთება შეუძლებელი იქნება, ხიდს ისევ გამოვიყენებთ. პირველ ეტაპზე ქალაქში 20 ადგილზე მოხდება მათი დემონტაჟი,...
19 აპრილს, 13:00 საათზე, სავაჭრო ცენტრ "თბილისი მოლში“, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების ფორუმი გაიმართება.
ფორუმის მიმდინარეობისას, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები არსებულ ვაკანსიებს გაეცნობიან და პოტენციურ დამსაქმებლებთან პირდაპირ კომუნიკაციას დაამყარებენ. დასაქმების ფორუმზე, სამუშაოს მაძიებელ შშმ პირებს აქტიურ ვაკანსიებს 20-ზე მეტი საშუალო და მსხვილი კომპანია შესთავაზებს.
დასაქმების ფორუმი სოციალური მომსახურების სააგენტოსა და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის ორგანიზებითა და "თბილისი მოლის“ მხარდაჭერით...
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ ახალციხის სოფლებისთვის გათვალისწინებულ 612 000 ლარს მუნიციპალური ბიუჯეტიდან 100 000 დაუმატეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება დეპუტატებმა დღეს რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ცვლილება ბიუჯეტში საგზაო ინფრასტრუქტურისათვის გამოყოფილი 2 013 200 ლარის ხარჯზე განხორციელდა. აქედან აღებული 200 000 ლარიდან 100 000 ლარი საკადასტრო აზომვითი ნახაზების ესკიზებისა და სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებისთვის, 100 000 კი სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის გადაანაწილეს.
ჯამში,...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































