სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და შემდგომ ბავშვზე დახმარებას აღარ მიიღებენ

866

დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნობრივ სახელმწიფო პროგრამას სამცხე–ჯავახეთი 2019 წლის პირველი იანვრიდან გამოეთიშა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ორწლიანი პროგრამა, რომლის მიხედვითაც სამცხე–ჯავახეთში ყოველ მესამე და მომდევნო დაბადებულ ბავშვზე ყოველ თვეში ფულად დახმარებას იღებდნენ, გაუქმდა. მიზეზი ისაა, რომ სხვა რეგიონებთან შედარებით სამცხე–ჯავახეთში შობადობის სტატისტიკა გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ წლის განამვლობაში რეგიონში 200–ზე მეტი ბავშვი დაიბადა.

პროგრამა 2017 წლის იანვრიდან დაბადებულ ბავშვებს ეხებოდათ. თუმცა, შეწყვეტის შემდეგ ის ბავშვები, რომლებიც 2018 წლის 31 დეკემბრამდე დაიბადნენ, დახმარებას ორი წლის განმავლობაში ჩვეულებრივ მიიღებენ. 2019 წლის პირველი იანვრიდან დაბადებულები კი პროგრამას ავტომატურად გამოეთიშებიან.