2018 წლის ბიუჯეტში თავისუფალი ნაშთის სახით არსებულმა თანხამ 4 192 000 ლარი შეადგინა, – ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოდნ “რადიო მოზაიკის” მიერ გამოთხოვილ ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საკრებულოს ცნობით, 2 მილიონი გასულ წელს პროექტების განხორციელების შედეგად გაკეთებული ეკონომიებიდან შემორჩენილი თანხაა, დაახლოებით, ამდენივე კი, სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი ფინანსებიდნ დარჩა.
თავისუფალი ნაშთის სახით არსებული თანხა გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციამ 2019 წლის ბიუჯეტში გადაიტანა და სხვადასხვა მიმართულებით გაწერა, მათ შორის: სოფლებში გარეგანათების მოწყობა – 375 000; ნაგვის ურნების შეძენა – 150 000; სოფელ ვარიანის მეურნეობაში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია 100 000; სპეციალური დანიშნულების დასუფთავების მანქანის შეძენა – 1 030 000; ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია – 257 000; ქალაქში განსთავსებელი სამეთვალყურეო კამერების შეძენა – 150 000; სოფელ ატენში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 200 000; გზების დახაზვა 350 000; სოფელ ნიქოზსა და ქვახვრელში გზების რეაბილიტაცია -425 000; სოფელ ატენში სარწყავი წყლის სისტემის რეაბილიტაცია – 300 000; საპროექტო ზედამხედველობის მომსახურება – 625 000; დეფექტური აქტების და პროექტების მომსახურება – 125 000; პაპიტაშვილის სახელობის საჭიდაო დარბაზის რეაბილიტაცია – 80 000;