ე.წ ოცნების ქალაქის პროექტზე ამხანაგობა “ინჟარქიტექტი“ იმუშავებს (ვიდეო)

920

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

რამდენიმე თვის წინ აჭარის მთავრობამ ე.წ ოცნების ქალაქში მცხოვრებლებისთვის კორპუსების მშენებლობა დააანონსა. პროექტი შედგენილია, თუმცა ამ დრომდე ვერ შეჯერდნენ კრიტერიუმებზე, რომლითაც ე.წ მუყაოს ქალაქელები დაკმაყოფილდებიან. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.

ამ ტერიტორიაზე 11 სართულიანი 4 საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა გეგმის მიხედვით, სექტემბერში დაიწყება. საპროექტო სამუშაოებზე “ინჟ არქიტექტი“ იმუშავებს. კომპანიის არქიტექტორის ინფორმაციით, კორპუსი სავარაუდოდ, 2 ოთახიანი ბინებით დაკომპლექტდება.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანია სამუშაოებს სამ ეტაპად განხორციელებს, საბოლოო პროექტი, რომელსაც ექსპერტები შეაფასებენ მზად 24 ივნისს იქნება.

კომისია, რომელიც ოცნების ქალაქში მცხოვრებთა მონაცემებს ამუშავებს რეგისტრაცია ამ დრომდე გრძელდება. ერთიან ბაზაში უკვე 1 300-მდე ოჯახის ინფორმაციაა ასახული. დასახლებაში კი 1 727 საცხოვრებელი ფიქსირდება. უცნობია, ის კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მათი ბინით უზრუნველყოფაა დაგეგმილი.

ვინ ააშენებს 9 327 კვადრატულ მეტრ ფართობზე საცხოვრებელს ამ ეტაპზე უცნობია, მშენებელი კომპანია ტენდერის წესით უნდა შეარჩიონ.