20 აპრილს ბათუმში ღამის მარათონი ჩატარდება. როგორც ბათუმის მერიაში აცხადებენ, ღონისძიება ბათუმის ბულვარიდან დაიწყება. მათივე ცნობით, მარათონი ოთხი ტიპის გარბენს, კერძოდ ნახევარმარათონს (21,1კმ), გარბენს (10 კმ) და ბავშვთა გარბენს (100 და 500 მეტრი) მოიცავს. მარათონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ამ ბმულზე. შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მარათონს ბათუმი უკვე მეორედ მასპინძლობს. ღონისძიების მხარდამჭერი ბათუმის მერიაა.
ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის აღმასრულებელ სააგენტოსთან სამუშაო შეხვედრა გამართა. როგორც მერიაში აცხადებენ, შეხვედრაზე პროექტის მიმდინარეობაზე, განხორციელებულ სამუშაოებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ამასთან, დეტალურად განიხილეს პროექტის III-IV ფაზების სამუშაოები. მათ შორის, ჩაქვის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის, არდაგანის ტბის მიმდებარედ სანიაღვრე სატუმბი სადგურის, ჯავახიშვილისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების სანიაღვრე კოლექტორების მშენებლობის, ჩაქვის გადამცემი მაგისტრალის რეაბილიტაციისა და ადლიის, აეროპორტის, კახაბერის,...
ფოთში მდინარე რიონის მთავარი არხის კალაპოტს ნატანი გრუნტისგან, დალექილი უბნებისა და მცენარეებისაგან გაწმენდენ და რკინაბეტონის ჯებირებს გაამაგრებენ. გაწმენდითი სამუშაოებისთვის შპს "საქართველოს მელიორაციამ“ პროექტის მომზადება უკვე დაიწყო. ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ კონსტანტინე თოფურიამ კი საპროექტო წინადადებები და ტექნიკური დავალებები შპს "საქართველოს მელიორაციის“ პროექტების დაგეგმვის სამსახურის მთავარ ჰიდროტექნიკოსთან ალექსანდრე ლომიშვილთან ერთად განიხილა. https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2321998714522858&id=766930780029667&__xts__=68.ARBv3JgK7hsEndLFjAib1t0M7F29e7dtSt8TRixCsb-bJohNj63_UseBuRU4Jw_JvNYdVuGXbFLjrlh3zH7y3UJqstCtjPJ7NEbdxQ09gaDPtLuhN5gUzSxBfcOzq8ZOsR7C2vPu5fpLTSXNltnDhXem-BbUmh4XEgQaOnj0msLF2Bs6nI8SHLGhwwQTH623DaOVxnjuB37f7Vv4740VzUGTPxQq-HnIB3QvpCPTzfx3RO1Qgzq3Qq-y8dFySuG7UKvDY3JhjfESVYeEtYutznKM5tKjXGMCX0YFoqeod3WM8a5GLBEfG80kQ96ddpTEviCQVLSwn6E47G7CpAQjRvVUHy1xWeoOwaQL7-k4qRFAlfXO7xGoY6oJIz9dpdL9WmbRjEuPT5IWUlceYdeuMnYTCFg3uaqbZfjQTSltjwn_DGehUjdCZCaC6IORQFvJbx776GGmkG8svTK2latV&__tn__=-R
რუსთავის მერიამ, ძველ რუსთავში, გოგებაშვილის ქუჩასა და მის მიმდებარე ეზოებში გზის საფარის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გოგებაშვილის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები და ბორდიურები. ამასთან, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება მიმდებარე საცხოვრებელი შენობების შიდა ეზოებშიც. კერძოდ, კორპუსების ეზოებში სანიაღვრე სისტემა შეიცვლება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება: გოგებაშვილის ქუჩის N3, N5, N7; ოდიშარიას ქუჩის N30; მშენებელთა ქუჩის N22, N24, N26; ბოსტანქალაქის...
წინა სტატია საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბატაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკვე 20 სკოლაა გახსნილი, სადაც 800-ზე მეტი ბავშვი ქართულ პოლიფონიას და საგალობლებს ეუფლება. მისი თქმით,  საქართველოში ფოლკლორისა და კულტურის კიდევ ექვსი ცენტრის გახსნა იგეგმება. “ვფიქრობ, ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯი ჩვენი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. მე გავიზარდე ტრადიციულ ქართულ, ქრისტიანულ ოჯახში და მაქვს ჩემი ფასეულობები და ფასეულობათა სისტემა....
წინა სტატია სტატიის გაგრძელება პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკომფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც სკოლებში ქართული საგალობლების სავალდებულო სწავლებას ეხებოდა, განაცხადა, რომ  საგალობლების სწავლა სკოლებში ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. "გავიზარდე ქართულ ტრადიციულ ქრისტიანულ ოჯახში და მაქვს ფასეულობები. ვხელმძღვანელობ ჩემი პრინციპებით. ეს პრინციპი თქვა ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ქართველმა ილია ჭავჭავაძემ "აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისო", რაც ჩემთვის...
წინა სტატია ზუგდიდის მერობის სამი ქალი კანდიდატიდან ერთ-ერთი "ქრისტიან-კონსერვატორების" მერობის კანდიდატი, თბილისში მცხოვრები ნანი ხუციძეა. ხუციძის თქმით, მერად კენჭისყრა იმიტომ გადაწყვიტა, რომ მუნიციპალიტეტი უფრო უკეთესი გახადოს. ამბობს, რომ რაც ზუგდიდში დღეს ხდება, არ მოსწონს, მაგრამ რის შეცვლას გეგმავს, არ უსაუბრია. მისივე თქმით, ზუგდიდში საარჩევნო კამპანიის წარმოებას გეგმაბს, თუმცა, როდიდან დაიწყებს, ჯერ არ იცის. გამოცემა "ლაივპრესთან"ის მოკლე კომენტარით შემოიფარგლა და როცა მასალისთვის...
წინა სტატია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის სულ თოთხმეტი კანდიდატია დარეგისტრირებული. მათ შორის, 11 პარტიამ, სამი კი საინიციატივო ჯგუფმა წარადგინა. მათგან მერობისთვის სამი ქალი კანდიდატი იბრძოლებს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. "ქრისტიან-კონსერვატორებიდან" მერობისთვის ნანი ხუციძე იბრძოლებს, მისი საარჩევნო ნომერია 39. რაც შეეხება ლიკა ბუკიას, ის "მოძრაობა თავისუფალი საქართველოსთვის" კანდიდატია და  არჩევნებში მონაწილეობას №21-ით მიიღებს. გაერთიანებული ოპოზიციის მერობის კანდიდატის სანდრა რულოვსის საარჩევნო ნომერი...
22 აპრილიდან ახალციხის მუნიციპალიტეტში მონაწილეობითი ბიუჯეტირების ახალი პროექტი იწყება. პროექტის - "დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ პრეზენტაცია ახალციხეში გუშინ გაიმართა. როგორც მერიაში განმარტავენ, პროექტში ჩართვის მსურველებმა სამი კრიტერიუმი უნდა გაითვალისწინონ, კერძოდ, იდეა უნდა ეხებოდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიას, უნდა შედიოდეს მერიის კომპეტენციაში და მისი განხორციელება არ უნდა აღემატებოდეს 50 000 ლარს. მათივე ინფორმაციით, მოქალაქეებს საპროექტო იდეების წარდგენა და მათთვის ხმის მიცემა ელექტორნულად შეუძლიათ. "მუნიციპალიტეტში მცხოვრებ...
სიუჟეტი მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ ავტორი: ლუბა გიორგაძე, ნანა ინასარიძე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთამდე მისასვლელი გზა ამორტიზებულია, ამასთან, ავარიულია შიდა ქუჩებიც. გზის პრობლემებთან ერთად კი, სოფელს არც სათავე ნაგებობა აქვს და არც წყლის სისტემა. ადგილობრივები თვითმმართველობას დახმარებას სთხოვენ. https://www.youtube.com/watch?v=8IhY4xicIEE
წინა სტატია სტატიის გაგრძელება აბასთუმანში, იმ შენობას, სადაც 12 წლის განმავლობაში ტუბერკულუზით დაავადებულებს მკურნალობდნენ, დემონტაჟი უტარდება. შენობის ნაწილი უკვე დანგრეულია, ტერიტორიას კი სასტუმროს ასაშენებლად ამზადებენ. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. "ჯერ პროექტი ჩვენ არ გვაქვს, რომ ზუსტად ვიცოდეთ როგორი იქნება შენობა, მაგრამ თანამედროვე და გრანდიოზული სასტუმრო რომ იქნება, ეს ვიცით“, - ამბობენ ადიგენის მერიაში. შეგახსენებთ, რომ ტუბსაავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორია 15 თებერვლას ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ახალციხეში, კოსტავას ქუჩის დასაწყისში, ამაღლების სახელობის ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს ახალი საათი დადგეს. როგორც მუნციიპალიტეტის მერიაში აცხადებენ, ძველი საათის აღდგენა, დაზიანებული მექანიზმის გამო ვერ ხერხდებოდა, რის გამოც გზის რეაბილიტაციის დროს მისი დემონტაჟი განხორციელდა. "საათი წლების მანძილზე დაზიანებული იყო, არ მუშაობდა და ფორმალურად იდგა იქ. ეცადეთ აღგვედგინა, მაგრამ არ გამოგვივიდა“, - ამბობს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე. შეგახსენებთ, რომ საათი ქუჩიდან გასული წლის ნოემბერში...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვისთვის, მერიამ, 17 აპრილს, 687 059 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. წინადადებების მიღების ბოლო ვადა 8 მაისს იწურება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტის ფარგლებში, ჭაბურღილი და სისტემის შიდა ქსელი (20 კილომეტრამდე) მოეწყობა. ამასთან, ორი 50 ტონიანი ავზით წყალსადაწნევო ლითონის კოშკი გაკეთდება. ასევე, პროექტი ინდივიდუალურ გამრიცხველიანებასაც ითვალისწინება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, როგორც გორის მერიაში აცხადებენ,...
შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, თბილისში, შარტავას ქუჩაზე 19 აპრილს, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ავტომანქანების მოძრაობა სრულად აიკრძალება "შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილს, შარტავას ქუჩაზე, თბილისის მერიასთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟთან დაკავშირებით, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება სრულად აიკრძალება. სააკაძის მოედნიდან ავტომანქანები საბურთალოს ქუჩის გავლით პეკინის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ...
ისნის რაიონში, ვაზისუბანში, კახეთის გზატკეცილის N36-ის N2 და N3 კორპუსებს შორის, ასევე, ვაზისუბნის II მიკრორაიონის N21-ე კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერების რეაბილიტაცია დასრულდა. გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ორივე სკვერი განახლდა და ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. სამუშაოების ფარგლებში, სკვერში სკამები, ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები და გარეგანათების ლამპიონები მოეწყო. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები. სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 34 000 ლარით დააფინანსა. გარდა ამისა, კახეთის გზატკეცილის...
ისნის რაიონში, ვაზისუბანში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები პარალელურად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს. გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სკვერების რეაბილიტაცია-განახლება ბეგიაშვილის ქუჩაზე და ვაზისუბნის I მიკრორაიონის N3-12 კოპრუსებთან მიმდინარეობს. ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 70 962 ლარს შეადგენს; ასევე, იცვლება წყალარინების ქსელი ვაზისუბნის I მიკრორაიონის N13-14 კორპუსებთან. ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის N9 და N27 კოპრუსებთან კი რკინა-ბეტონის საერთო სარგებლობის კიბეები ეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 5...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ