დღეს შარტავას ქუჩაზე მოძრაობა აიკრძალება

1517

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინფორმაციით, თბილისში, შარტავას ქუჩაზე 19 აპრილს, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ავტომანქანების მოძრაობა სრულად აიკრძალება

“შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 19 აპრილს, შარტავას ქუჩაზე, თბილისის მერიასთან არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟთან დაკავშირებით, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე ავტომანქანების გადაადგილება სრულად აიკრძალება.

სააკაძის მოედნიდან ავტომანქანები საბურთალოს ქუჩის გავლით პეკინის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში ლითონის საფეხმავლო ხიდების დემონტაჟი დაიწყო.