ბახტაძე: საგალობლების სწავლა სკოლებში სწორი და გამართლებულია

1038

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ პრესკომფერენციაზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც სკოლებში ქართული საგალობლების სავალდებულო სწავლებას ეხებოდა, განაცხადა, რომ  საგალობლების სწავლა სკოლებში ეს არის სწორი და გამართლებული ნაბიჯი სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე.

“გავიზარდე ქართულ ტრადიციულ ქრისტიანულ ოჯახში და მაქვს ფასეულობები. ვხელმძღვანელობ ჩემი პრინციპებით. ეს პრინციპი თქვა ყველა დროის ერთ-ერთმა ყველაზე დიდმა ქართველმა ილია ჭავჭავაძემ “აწმყო შობილი წარსულისაგან არის მშობელი მომავლისო”, რაც ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა და ერი, რომელიც ტრადიციებს და ეროვნულ საგანძურს დაივიწყებს, მომავალი არ ექნება”, – თქვა ბახტაძემ.