რუსთავში გოგებაშვილის ქუჩას რეაბილიტაცია უტარდება

1065

რუსთავის მერიამ, ძველ რუსთავში, გოგებაშვილის ქუჩასა და მის მიმდებარე ეზოებში გზის საფარის რეაბილიტაცია დაიწყო.

ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, გოგებაშვილის ქუჩაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება, მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები და ბორდიურები.

ამასთან, სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდება მიმდებარე საცხოვრებელი შენობების შიდა ეზოებშიც.

კერძოდ, კორპუსების ეზოებში სანიაღვრე სისტემა შეიცვლება და ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგება: გოგებაშვილის ქუჩის N3, N5, N7; ოდიშარიას ქუჩის N30; მშენებელთა ქუჩის N22, N24, N26; ბოსტანქალაქის N17, N19, N21;

პროექტის ღირებულება, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და მუნიციპალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, 309 775 ლარს შეადგენს. სატენდერო ხელშეკრულების პირობებით, სამუშაოები ივნისში დასრულდება.