ისნის რაიონში, ვაზისუბანში, ინფრასტრუქტურული სამუშაოები პარალელურად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს.
გამგეობის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, სკვერების რეაბილიტაცია-განახლება ბეგიაშვილის ქუჩაზე და ვაზისუბნის I მიკრორაიონის N3-12 კოპრუსებთან მიმდინარეობს. ორივე პროექტის ჯამური ღირებულება 70 962 ლარს შეადგენს;
ასევე, იცვლება წყალარინების ქსელი ვაზისუბნის I მიკრორაიონის N13-14 კორპუსებთან. ვაზისუბნის მეორე მიკრორაიონის N9 და N27 კოპრუსებთან კი რკინა-ბეტონის საერთო სარგებლობის კიბეები ეწყობა, რისთვისაც გამგეობის ბიუჯეტიდან 5 842 ლარი გამოიყო;
ამასთან, ვაზისუბნის III მიკრორაიონის, I კვარტლის N2 კორპუსის მიმდებარედ, N16 საჯარო სკოლასთან გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა, რომელიც გამგეობამ 60 455 ლარით დააფინანსა;
ვაზისუბნის დასახლების N5ა კორპუსთან კი შიდა ეზოს მოასფალტება მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 12 000 ლარს შეადგენს.