ვაზისუბანში ორი სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

942

ისნის რაიონში, ვაზისუბანში, კახეთის გზატკეცილის N36-ის N2 და N3 კორპუსებს შორის, ასევე, ვაზისუბნის II მიკრორაიონის N21-ე კორპუსის მიმდებარედ არსებული სკვერების რეაბილიტაცია დასრულდა.

გამგეობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ორივე სკვერი განახლდა და ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. სამუშაოების ფარგლებში, სკვერში სკამები, ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები და გარეგანათების ლამპიონები მოეწყო. ასევე, ჩატარდა გამწვანების სამუშაოები.

სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოები ისნის რაიონის გამგეობამ ბიუჯეტიდან 34 000 ლარით დააფინანსა.

გარდა ამისა, კახეთის გზატკეცილის N36-ის N2 და N3 კორპუსების მიმდებარედ ფიტნეს ზონა მოეწყო, სადაც ათი სავარჯიშო მოწყობილობა დამონტაჟდა და საჩრდილობელით გადაიხურა.