ზუგდიდის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა "ახალი ქრისტიან - დემოკრატებიდან" კანდიდატურა მოიხსნა. ინფორმაცია დათა გაბეჩავამ გამოცემა "ლაივპრესს" თავად დაუდასტურა. მისი თქმით, გადაწყვეტილება "ქართული ოცნების" კანდიდატის, გიორგი შენგელიას სასარგებლოდ მიიღო.
"გიორგი შენგელია ღირსეული ადამიანია და ამიტომ მოვიხსენი კანდიდატურა. მხარს ვუჭერ მას", - განმარტა დათა გაბეჩავამ.
ყოფილი ვიდეოოპერატორი რომ ზუგდიდის მერობისთვის იბრძოლებდა, ეს ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ პარტიის რეგიონულმა ხელმძღვანელმა კახა სარიამ დაადასტურა.
ზუგდიდი ახალ მერს...
ახალციხის მერიის ინიციატივით, ქალაქის ცენტრში მდებარე თამარ მეფის ძეგლის რესტავრაცია მიმდინარეობს. სამუშაოები, დაახლოებით, 10 დღე გაგრძელდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
თამარ მეფის ძეგლს რესტავრაციას თავად ძეგლის ავტორი ჩაუტარებს.
"გაშავებულია, გაიწმინდება და შემდეგ სპეციალური ხსნარით დავამუშავებთ იმისთვის, რომ ქვამ წყალი არ შეიწოვოს“, – ამბობს ძეგლის ავტორი მალხაზ ცისკაძე .
ახალციხეში თამარ მეფის ძეგლი 1999 წლის გაზაფხულზე დაიდგა. იგი მაშინდელმა პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ ოფიციალურად...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
ახალქალაქის მერიას ჭავჭავაძის ქუჩაზე ხუთი თვის წინ დადგმული მანქანის გაჩერების ამკრძალავი ნიშნის დემონტაჟი მოუწევს. ამის შესახებ გადაწყვეტილება ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ შვიდ მაისს გამოიტანა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო ნიშანი ახალქალაქის მერიის ეკონომიკის სამსახურის გადაწყვეტილებით გასული წლის დეკემბერში დადგეს. ეს კი ამავე ქუჩაზე მდებარე კომერციული ობიექტების მეპატრონეების უკმაყოფილების მიზეზი გახდა.
ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ მერიამ მათ ქუჩაზე საგზაო ნიშანი უკანონოდ...
სტატიის გაგრძელება
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა მცხეთაში დევნილთათვის 2 კორპუსის მშენებლობა დაასრულა. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5.5 მილიონი ლარია. პროექტის დასრულების შემდეგ 120 დევნილ ოჯახს საცხოვრებელი ბინები ახალ კორპუსებში გადაეცემა.
"სამუშაოები ითვალისწინებდა 2 საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას და გარეგანათების მონტაჟს. ორივე კორპუსს აქვს საკუთარი ავტოსადგომი, პანდუსები, გზებზე დაიგო ასფალტ-ბეტონის საფარი და გაიმართა სანიაღვრე სისტემები. საცხოვრებელი...
წინა სტატია
მუნიციპალური განვითარების ფონდი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ბაკურიანისთვის 35 ტექნიკის შეძენას გეგმავს. კერძოდ, დაგეგმილია თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის, საცობების პრევენცია/განეიტრალებისთვის და ვიზიტორების ტრანსპორტირებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა. პროექტის ჯამური ღირებულება 15 მილიონი ლარია.
"გარდა ტრასპორტის შეძენისა, ბაკურიანში ფონდი არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს. მათ შორისაა მიტარბისა და კოხტას საბაგირომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია და დიდველზე პარკინგის გაფართოება, ბაკურიანის...
საჩხერის მუნიციპალიტეტში, კონფლიქტისპირა სოფლებში, მუნიციპალური განვითარების ფონდი წყალმომარაგების ქსელს აწყობს. პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება, დაახლოებით, 11.5 მილიონი ლარია.
პროექტი კონფლიქტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების პერევი, ჯრია, დარყა, ჭალა და სპეთის წყალმომარაგების სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ამასთან, გათვალისწინებულია წყალმომარაგებისთვის საჭირო სათავის, წყალსადენების, რეზერვუარების, წყლის გაუვნებელყოფის სადგურების, გამანაწილებელი ქსელების და 80 კმ წყალსადენი მილის მოწყობა. ასევე დაგეგმილია სოფლებში...
"მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და 25 წლიანი იჯარით 3 500 ჰა-ზე მეტი სათიბ-საძოვარი გადაეცა.
კოოპერატივებში 200-ზე მეტი მეპაიეა გაწევრიანებული, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი 1 700-ს შეადგენს.
"ასევე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90% -იანი თანადაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მიიღეს: ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და...
წინა სტატია
ახალციხეში თამარ მეფის ძეგლის მოპირდაპირე მხარეს კოსტავას ქუჩაზე ახლადდადგმულ საათზე მუდმივად ერთი დროა. ახალციხის მერიამ კოსტავას ქუჩაზე საათი 20 დღის წინ დადგა, თუმცა მას შემდეგ გაჩერებულია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
"საათს მექანიზმი ჰქონდა დაზიანებული და აღადგინეს, ახლა აკვირდებიან რომ რაიმე ცდომილება არ იყოს, როგორც კი დაზუსტდება რომ ცდომილება არ არის, საათი ამუშავდება“, – ამბობენ ახალციხის მერიაში.
ახალციხეში, კოსტავას ქუჩის დასაწყისში,...
ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის პოზიციაზე ანაიდ ასატრიანი დანიშნა. მერმა ასატრიანის დანიშვნის თაობაზე ბრძანებას ხელი ძველი ხელმძღვანელის გათავისუფლებიდან მეორე დღესვე მოაწერა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ანაიდ ასატრიანი მერიაში ქალთა ოთახის ყოფილი ხელმძღვანელია.
"სამ აპრილს მოვაწერე ხელი, ვფიქრობ რომ ანაიდა კარგად შეასრულებს თავის მოვალეობას. დიდი ხანი ვერ იქნებოდა ეს პოზიცია თავისუფალი, რადგან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა“, – ამბობს უნანიანი.
მერმა...
სადაც პედაგოგისა და მასწავლებლის როლი შესაბამისად დაფასებული არ არის, ასეთ სახელმწიფოს არათუ მომავალი არ ექნება, არამედ, შეიძლება, თავისი წარსულიც დაკარგოს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა.
სასახლეში სემინარი "მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა, რომელზეც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით პრემიერმა მიმართა.
“პედაგოგების ხელფასი საქართველოში საშუალო ხელფასზე მცირეა და ეს ძალიან მძიმე მოცემულობაა. მოგეხსენებათ, ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში განიხილება ჩემი...
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა, რომელსაც 19 მაისს, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე გამოიყენებს.
როგორც აპრესკონფერენციაზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტი წყალტუბოსა და ტყიბულში 8 საარჩევნო უბანზე განხორციელდება (ტყიბულში 4 საარჩევნო უბანზე და წყალტუბოში 4-ზე).
8 საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული დათვლის აპარატი საარჩევნო ყუთებზე განთავსდება. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ბიულეტენს ხმის დათვლის...
პირველი, დემოკრატიულად არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ჩამოყალიბების 100 წლისთავთან დაკავშირებით, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის ორგანიზებით, 13 მაისს, 15:00 საათზე, ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში გამოფენა გაიმართება. გამოფენის პარალელურად, ისტორიკოსები - ირაკლი ხვადაგიანი და დავით ლოსაბერიძე მცირე ლექციებს ჩაატარებენ, რის შემდეგაც გამოფენის მონაწილეები დოკუმენტურ ფილმს - “ინიციატივა არ ისჯება” ნახავენ.
ფილმში XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში არსებული თვითმმართველობების, სათემო ინიციატივებისა და თვითორგანიზებული მოძრაობების შესახებ...
ძველ ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის რვა ძეგლის რეაბილიტაცია იგეგმება, - ამის შესახებ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაურ ახვლედიანმა განაცხადა. მისი თქმით, ძეგლების რეაბილიტაციისთვის თანხის დიდ ნაწილს „ქართუ ჯგუფი" გამოყოფს. რაც შეეხება აღნიშნულ შენობებში მცხოვრებლებს, მათ დროებით ქირით გაიყვანენ. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
"აჭარის მთავრობას და თავმჯდომარეს ჰქონდათ ინტენსიური მოლაპარაკებები "ქართუ ჯგუფთან". "ქართუ ჯგუფი“ თანახმაა წელს ძველი ბათუმის რეაბილიტაციისთვის 3 500 000...
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტის ფარგლებში საპროექტო განაცხადების მიღება დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის მერიამ ფეისბუქის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
"მოქალაქეთა მონაწილეობა ხელისუფლების საქმიანობაში და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დემოკრატიის მნიშვნელოვანი კომპონენტია. ეს კომპონენტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ადგილობრივ ხელისუფლებასთან მიმართებით იძენს. თვითმმართველობების საქმიანობის ეფექტურობა ჩართულობის მექანიზმების გამართულ მუშაობაზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ ოზურგეთში სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტი დაიწყო", - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე...
წინა სტატია
გორში მიწათსარგებლობის კონცეფციის შუალედურ ვერსიასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა.
როგორც გორის მერიაში აცხადებენ, საჯარო განხილვაზე ა(ა)იპ სითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დაინტერესებული პირებისათვის დეტალურად აღწერეს გეგმის სამუშაო ვერსია, ისაუბრეს ქალაქის სწორი განვითარების პროცესებზე და იმ სამომავლო სარგებელზე, რომელსაც კონცეფციის რეალური განხორციელება სამომავლოდ მოუტანს გორსა და მის შემოგარენს.
"მიწათსარგებლობის გეგმას საბოლოო სახე საჯარო განხილვების შემდეგ მიეცემა. გეგმის სრული ვერსია უნდა დამტკიცდეს საკრებულოს მიერ...
გორის მერია ეხმაურება "რადიო მოზაიკის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას C ჰეპატიტით დაავადებულთა დახმერების შეჩერების შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინდვილეს და მოსახლეობა შეჰყავს შეცდომაში.
"გორის მერიის სოციალური დახმარების პროგრამაში C ჰეპატიტით დაავადებულთა დახმარების მუხლში ცვლილებები არ განხორციელებულა. აღნიშნული მუხლი დღემდე ითვალისწინებს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გარეშე დარჩენილი კვლევების თანხის ანაზღაურებას, არაუმეტეს 150 ლარისა 150 ათასამდე...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































