ცესკო ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტს ტყიბულსა და წყალტუბოში გამოიყენებს

762

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტთან დაკავშირებით ინფორმაცია წარადგინა, რომელსაც 19 მაისს, საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე გამოიყენებს.

როგორც აპრესკონფერენციაზე ცესკოს პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტი წყალტუბოსა და ტყიბულში 8 საარჩევნო უბანზე განხორციელდება (ტყიბულში 4 საარჩევნო უბანზე და წყალტუბოში 4-ზე).

8 საარჩევნო უბანზე ხმის ელექტრონული დათვლის აპარატი საარჩევნო ყუთებზე განთავსდება. მას შემდეგ, რაც ამომრჩეველი ბიულეტენს ხმის დათვლის აპარატში განათავსებს, ელექტრონული მოწყობილობა ბიულეტენს დაასკანერებს და შედეგებს ავტომატურად დაითვლის ხმებს.

საქართველოში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება.