ახალქალაქის ბაღების გაერთიანებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

751

ახალქალაქის მერმა იური უნანიანმა მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის პოზიციაზე ანაიდ ასატრიანი დანიშნა. მერმა ასატრიანის დანიშვნის თაობაზე ბრძანებას ხელი ძველი ხელმძღვანელის გათავისუფლებიდან მეორე დღესვე მოაწერა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ანაიდ ასატრიანი მერიაში ქალთა ოთახის ყოფილი ხელმძღვანელია.

“სამ აპრილს მოვაწერე ხელი, ვფიქრობ რომ ანაიდა კარგად შეასრულებს თავის მოვალეობას. დიდი ხანი ვერ იქნებოდა ეს პოზიცია თავისუფალი, რადგან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო საქმეა“, – ამბობს უნანიანი.

მერმა ბაღების გაერთიანების უფროსი ზარა ბარბარიანი დაკავებული პოზიციიდან ორ მაისს გაათავისუფლა. მერი ამბობს, რომ ბარბარიანი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ვერ ასრულებდა და ამის გამო ერთხელ გაფრთხილებაც მისცა. კონკრეტულად რა დარღვევა ჰქონდა ბარბარიანს, ამაზე უნანიანი არ ასუბრობს. თუმცა თვითმმართველობაში პირად საუბარში გვიყვებიან, რომ საქმე ბაღებში კვების საკითხეს ეხებოდა.