გორში მიწათსარგებლობის კონცეფციის შუალედურ ვერსიასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა

910

წინა სტატია

გორში მიწათსარგებლობის კონცეფციის შუალედურ ვერსიასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა გაიმართა.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, საჯარო განხილვაზე ა(ა)იპ სითი ინსტიტუტის წარმომადგენლებმა დაინტერესებული პირებისათვის დეტალურად აღწერეს გეგმის სამუშაო ვერსია, ისაუბრეს ქალაქის სწორი განვითარების პროცესებზე და იმ სამომავლო სარგებელზე, რომელსაც კონცეფციის რეალური განხორციელება სამომავლოდ მოუტანს გორსა და მის შემოგარენს.

“მიწათსარგებლობის გეგმას საბოლოო სახე საჯარო განხილვების შემდეგ მიეცემა. გეგმის სრული ვერსია უნდა დამტკიცდეს საკრებულოს მიერ და ის სავალდებულო დოკუმენტი იქნება ადგილობრივი თვითმმართველობისათვის”, – განმარტავენ მუნიციპალიტეტის მერიაში.

შეგახსენებთ, რომ გორის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტზე გორის მერია 2018 წლის სექტემბრიდან მუშაობს.