“მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 5 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და 25 წლიანი იჯარით 3 500 ჰა-ზე მეტი სათიბ-საძოვარი გადაეცა.
კოოპერატივებში 200-ზე მეტი მეპაიეა გაწევრიანებული, მობილიზებული ფურების რაოდენობა კი 1 700-ს შეადგენს.
“ასევე, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებმა 90% -იანი თანადაფინანსებით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მიიღეს: ტრაქტორი გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით – ტვირთის ტრანსპორტირებისათვის”, – აცხადებენ სამხარეო ადმინისტრაციაში.
“მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამა ხელს უწყობს მაღალმთიან რეგიონებში მოსახლეობის დასაქმებას, შემოსავლების ზრდას და მიგრაციული პროცესების შეჩერებას. სახელმწიფო პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან 39 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივია ჩართული.