გორის მერია ეხმაურება “რადიო მოზაიკის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას C ჰეპატიტით დაავადებულთა დახმერების შეჩერების შესახებ და განმარტავს, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინდვილეს და მოსახლეობა შეჰყავს შეცდომაში.
“გორის მერიის სოციალური დახმარების პროგრამაში C ჰეპატიტით დაავადებულთა დახმარების მუხლში ცვლილებები არ განხორციელებულა. აღნიშნული მუხლი დღემდე ითვალისწინებს C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გარეშე დარჩენილი კვლევების თანხის ანაზღაურებას, არაუმეტეს 150 ლარისა 150 ათასამდე სოციალური ქულის მქონე პაციენტებისთვის”, – აცხადებენ გორის მერიაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს “რადიო მოზაიკამ” გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ეწერა, რომ გორის მერიამ C ჰეპატიტით დაავადებულთა ერთჯერადი დახმარება შეაჩერა.