ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საზეიმოდ გახსნაზე მრევლის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 12 მაისს, მახათას მთის მიმართულებით ავტობუსების 2 დროებითი მარშრუტი დაინიშნება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები 08:30 საათიდან 16:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და მეტროპოლიტენ "ვარკეთილიდან“ 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ. მათივე ცნობით, ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.
წინა სტატია სტატიის გაგრძელება პოლონეთის მხარემ მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქალაქის ერთ-ერთი მასშტაბური უბნის - წმინდაწყლის განვითარების გეგმის სამუშაო ვერსია გააცნო. როგორც გორის მერიაში აცხადებენ, შეხვედრის მიმდინარეობისას პოლონელმა ექსპერტებმა დოკუმენტთან დაკავშირებით ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინეს და ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხეს. "ამ ეტაპზე, პოლონეთი-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს 58 ჰექტრამდე ფართობის განაშენიანების გეგმის მომზადების მეორე ეტაპი", - განმარტავენ მერიაში. მათივე ცნობით, საჯარო კონსულტაცია ჩატარდა...
გორის მუნიციპალიტეტის მერია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსგან შპს "ბილდინგ გრუპთან" ორი ხელშეკრულების უტენდეროდ გასაფორმებლად თანხმობას ითხოვს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ერთ-ერთი ხელშეკრულების მიხედვით, რომლის ღირებულებაც 53 ათასი ლარია გორის მერია სკოლებში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ჩატარებას აპირებს. კონკრეტულად კი სველი წერტილების, კარ - ფანჯრების, შიდა სპორტული მოედნების, ჭაბურღილი, გათბობის სისტემის რეაბილიტაცია/მოწყობას. აღნიშნულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადა 31 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების საორიენტაციო...
გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დირექტორის, ბაჩანა გვიანიშვილის თქმით, კულტურისა და დასვენების პარკში ახალ ატრაქციონებს წელს ვერ დაამატებენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. როგორც გვიანიშვილი აღნიშნავს, არსებულ ატრაქციონებს ტექნიკური და კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდებათ. ხოლო ატრაქციონები სრული დატვირთვით 1 ივნისიდან ამუშავდება.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ა(ა)იპ სტრატეგიული განვითარების სააგენტოში ახალ ხელმძღვანელად ლაშა ხმალაძე დანიშნა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. სააგენტოს დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ხელმძღვანელმა, მარტა ბიბილაშვილმა თანამდებობა დატოვა. ლაშა ხმალაძე საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. დირექტორად დანიშვნამდე ის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
წიაღის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში, მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხრეშის მოპოვების ლიცენზია 91 019 ლარად გაყიდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ელექტრონულ აუქციონზე ხრეშის მოპოვების 5 წლიანი უფლების საწყისი ფასი 82 745 ლარი იყო. პირობების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებულმა, ერთი თვის ვადაში, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმა უნდა წარადგინოს.
წინა სტატია კოსტავას N71-ში საბურთალოს გამგეობამ ათი ავტოფარეხის დემონტაჟი განახორციელა და მის ნაცვლად, გამწვანებული ტერიტორია მოაწყო. როგორც თბილისის მერიაში განმარტავენ, პროექტის შედეგად, 2 000 კვ.მ ფართობზე საბავშვო გასართობი მოედანი, საფეხმავლო ბილიკები და LED განათების სისტემა მოეწყო. ასევე, განთავსდა სკვერისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა და ტერიტორია ცოცხალი ღობით შემოისაზღვრა. რეაბილიტაციის ფარგლებში, ჰიდროთესვის მეთოდით დაითესა ბალახი, 16 სახეობის 800-მდე მცენარე დაირგო და სარწყავი სისტემა დამონტაჟდა. საბურთალოს...
"ახალი ღვინის ფესტივალის“ მონაწილეებისა და სტუმრების ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად, 11 მაისს, თბილისის მერია მთაწმინდის პარკის მიმართულებით ავტობუსების 2 დროებით მარშრუტს დანიშნავს. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ავტობუსები 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ჭონქაძის ქუჩიდან, ფუნიკულიორის ქვედა ასასვლელიდან და ტაბახმელა-ოქროყანის გადასახვევიდან 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ. ისინი მგზავრებს თბილისში მოქმედი სტანდარტული ტარიფით - 50 თეთრად მოემსახურებიან.
პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თბილისის მუნიციპალიტეტს დაფინანსება ეზრდება. "თბილისის მუნიციპალიტეტს ვუზრდით დაფინანსებას. რამდენიმე დღის წინ ჩვენ თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად გვქონდა პრეზენტაცია და როგორც შევპირდით საზოგადოებას, ჩავანაცვლებთ ძველ პარკს, ყვითელ ავტობუსებს ახალი ავტობუსებით. ამასთან, მომავალი წლიდან დავიწყებთ ელექტროავტობუსების შემოყვანას. ამ ნაწილში თბილისის მერიამ მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია და მე მსურს მადლობა ვუთხრა მათ“,- განაცხადა ბახტაძემ. როგორც...
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26 მაისს უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორებისთვის 13:00 საათამდე დახურული იქნება. "საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარის ტერიტორია, ტექნიკურ-საორგანიზაციო საკითხებიდან გამომდინარე, დილიდან სრულად სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების საზეიმო ცერემონიას დაეთმობა, რომელიც 12:00 საათიდან დაიწყება და 1 საათს გასტანს. ცერემონიის დასრულების შემდეგ, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი ვიზიტორების მომსახურებას კვლავ ჩვეულ რეჟიმში განაახლებს. 26 მაისს სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონია...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში ადიდებულმა მდინარე სტორმა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის ნაწილი წაიღო. მოვარდნილმა ღვარცოფმა დატბორა მიმდებარე სოფლებში ცეტრალური მაგისტრალები, რის გამოც ავტომობილებით გადაადგება ამ ეტაპზე შეფერხებულია. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. კალაპოტიდან გადასულმა მდინარემ მშენებარე სასტუმრო წყალში მოაქცია. დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები. ამ მიზეზით მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეუწყდა. სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტიც დააზიანა. იქ საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა. https://www.youtube.com/watch?v=tJW6f9cTdSM
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ ავტორი: ლუბა გიორგაძე ასპინძაში, სოფელ საროში, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ოთხი წლის წინ დაანონსდა, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ აქ მხოლოდ ერთი დარბაზი გარემონტდება, მაგრამ ჯერ ვერც ის კეთდება. სოფელ საროში, ერთ–ერთი მესხური დარბაზის რეაბილიტაციასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, საპროექტო დოკუმენტებზე მუშაობა მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუსტად ერთი წლის წინ, მაისში დაასრულა, თუმცა სამუშაოებზე ტენდერი...
წინა სტატია ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის სულ 65 საჩივარია დარეგისტრირებული. მათი უმრავლესობა, როგორც ოლქის თავმჯდომარე გაერთიანებული ოპოზიციის შტაბის პრეტენზიების საპასუხოდ განმარტავს, საარჩევნო უბნებზე თავმჯდომარეების, მოადგილეების, მდივნების არყოფნას შეეხება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. მირანდა მესხის თქმით, უბანზე ყოველთვის არის პასუხისმგებელი პირი, რომელსაც კომისიის თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილება აქვს მინიჭებული. ამბობს, რომ ეს პირები პროცედურულ ტრენინგებს ესწრებიან, შედგენილია გრაფიკიც, თუ რომელ...
სტატიის გაგრძელება გაერთიანებული ოპოზიციის ინფორმაციით, ზუგდიდის მერის არჩევნებისთვის გახსნილ უბნებზე სხვადასხვა სახის დარღვევაბთან დაკავშირებით საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე 70 საჩივარი შეიტანეს. მათივე ცნობით, არცერთ მათგანზე საოლქო კომისია რეაგირებას არ ახდენს. ინფორმაციას ლაიპრესი ავრცელებს. გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბში გუშინ გამართულ პრიფინგზე ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხი, რომელიც ცესკოს ხელმძღვანელებთან არის ნათესაურ კავშირში, საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად...
ფოთის მერიამ სპორტული და კულტურული ღონისძიებებისთვის ჯამში 21 683 ლარი გამოყო. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. კერძოდ, სპორტული აქტივობებისთვის 13 981 ლარი უნდა დაიხარჯოს. ამ თანხის ფარგლებში მოეწყობა ზურაბ სარსანიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი კრივში, ქალაქ ფოთის ღია პირველობა თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, ვიქტორ კრატასიუკის სახელობის რეგატა საბაიდარო და კანოეთ ნიჩბოსნობაში და ომარ ბერაიას სახელობის რეგატა აკადემიურ ნიჩბოსნობაში. ხოლო კულტურული ღონისძიებებისთვის მერიამ 7 702...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, ახალი ავტობუსები შპს "მუნიციპალურ ტრანსპორტს" უვადოდ გადაეცა. ამასთან, საკრებულო უახლოეს დღეებში ავტობუსებში თანხის გადახდის ახალი სისტემების ამოქმედების საკითხ განიხილავს. შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის ავტოპარკს კიდევ 4 ერთეული თანამედროვე სტანდარტების, 2019 წელს გამოშვებული, ახალი 'ისუზუს" მარკის ავტობუსი შეემატა. ტრანსპორტი ადაპტირებულია შეზღუდილი შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, აღჭურვილია კლიმატკონტროლის სისტემით და ერთდროულად 47 მგზავრის ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. ამასთან, ტრანსპორტი ქალაქის პარალელურად...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ