გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

748

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ა(ა)იპ სტრატეგიული განვითარების სააგენტოში ახალ ხელმძღვანელად ლაშა ხმალაძე დანიშნა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ხელმძღვანელმა, მარტა ბიბილაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ლაშა ხმალაძე საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრია. დირექტორად დანიშვნამდე ის სტრატეგიული განვითარების სააგენტოში ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.