12 მაისს მახათას მთის მიმართულებით ავტობუსების 2 დროებითი მარშრუტი დაინიშნება

759

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის საზეიმოდ გახსნაზე მრევლის ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად, 12 მაისს, მახათას მთის მიმართულებით ავტობუსების 2 დროებითი მარშრუტი დაინიშნება.

თბილისის მერიის ინფორმაციით, ავტობუსები 08:30 საათიდან 16:00 საათამდე პირველი რესპუბლიკის მოედნიდან და მეტროპოლიტენ “ვარკეთილიდან“ 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ. მათივე ცნობით, ავტობუსები მგზავრებს უფასოდ მოემსახურებიან.