თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჩურში ადიდებულმა მდინარე სტორმა ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელი გზის ნაწილი წაიღო. მოვარდნილმა ღვარცოფმა დატბორა მიმდებარე სოფლებში ცეტრალური მაგისტრალები, რის გამოც ავტომობილებით გადაადგება ამ ეტაპზე შეფერხებულია. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
კალაპოტიდან გადასულმა მდინარემ მშენებარე სასტუმრო წყალში მოაქცია. დაწყვეტილია ელექტროგადამცემი ხაზები. ამ მიზეზით მოსახლეობას ელექტრომომარაგება შეუწყდა.
სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტიც დააზიანა. იქ საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები დაიტბორა.