გორში წმინდაწყლის განვითარების გეგმა განიხილეს

816

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

პოლონეთის მხარემ მოსახლეობას, ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ქალაქის ერთ-ერთი მასშტაბური უბნის – წმინდაწყლის განვითარების გეგმის სამუშაო ვერსია გააცნო.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, შეხვედრის მიმდინარეობისას პოლონელმა ექსპერტებმა დოკუმენტთან დაკავშირებით ადგილობრივების მოსაზრებები მოისმინეს და ყველა დასმულ შეკითხვას უპასუხეს.

“ამ ეტაპზე, პოლონეთი-საქართველოს თანამშრომლობის ფარგლებში, მიმდინარეობს 58 ჰექტრამდე ფართობის განაშენიანების გეგმის მომზადების მეორე ეტაპი”, – განმარტავენ მერიაში.

მათივე ცნობით, საჯარო კონსულტაცია ჩატარდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ ფარგლებში.