გორის სოფელ ტინისხიდში ხრეშის მოპოვების ლიცენზია 91 000 ლარად გაიყიდა

879

წიაღის ეროვნულმა სააგენტომ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში, მდინარე მტკვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ხრეშის მოპოვების ლიცენზია 91 019 ლარად გაყიდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ელექტრონულ აუქციონზე ხრეშის მოპოვების 5 წლიანი უფლების საწყისი ფასი 82 745 ლარი იყო.

პირობების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებულმა, ერთი თვის ვადაში, სასარგებლო წიაღისეულის ათვისების გეგმა უნდა წარადგინოს.