“ახალი ღვინის ფესტივალის“ მონაწილეებისა და სტუმრების ტრანსპორტით უზრუნველსაყოფად, 11 მაისს, თბილისის მერია მთაწმინდის პარკის მიმართულებით ავტობუსების 2 დროებით მარშრუტს დანიშნავს.
როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, ავტობუსები 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ჭონქაძის ქუჩიდან, ფუნიკულიორის ქვედა ასასვლელიდან და ტაბახმელა-ოქროყანის გადასახვევიდან 10-15 წუთის ინტერვალით იმოძრავებენ.
ისინი მგზავრებს თბილისში მოქმედი სტანდარტული ტარიფით – 50 თეთრად მოემსახურებიან.