"ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 37% აცხადებს, რომ არც ერთი პარტია მათ შეხედულებებთან ახლოს არ დგას. თუმცა, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მხარს გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მმართველ პარტიას დაუჭერდა. NDI-ს კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? გამოკითხული ამომრჩევლის 37 %-მა უპასუხა, რომ არცერთი პარტია არ დგას. "ქართული ოცნება“ - 21 %, "ნაციონალური მოძრაობა“ – 15%, არ...
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობენ. უფრო კონკრეტულად, გამოკითხული რესპონდენტის 40 % ამბობს, რომ სერგეენკოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, 12 % უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებს, 32 % კი - არც დადებითს და არც უარყოფითს. რესპონდენტთა 40 % აფიქსირებს დადებით დამოკიდებულებას კახა კალაძისმიმართაც, 18 %-ს კი მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. 34...
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ეკლესიას გავლენა უნდა ჰქონდეს პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს. კითხვაზე: რამხელა გავლენა უნდა ჰქონდეს, თუ საერთოდ უნდა ჰქონდეს, ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროს, გამოკითხულთა 22% პასუხობს, რომ დიდი გავლენა უნდა ჰქონდეს, ხოლო 24%- ს მიაჩნია, რომ ეკლესიას მცირე გავლენა უნდა ჰქონდეს. გამოკითხულთა 39% ფიქრობს, რომ ეკლესიას პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე გავლენა...
„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის რეიტინგში თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობს. უფრო კონკრეტულად, თბილისში გამოკითხული რესპონდენტების 33 % ფიქრობს, რომ კახა კალაძე „კარგად“ მუშაობს, 10 %-ის აზრით - „ძალიან კარგად“, 30 %-ის შეფასებით, - „საშუალოდ“, 16 %-ის აზრით, - ცუდად, 7 % მიიჩნევს, რომ „ძალიან ცუდად“, 3 % კი აცხადებს, რომ „არ იცის“. დანარჩენებმა პასუხზე უარი განაცხადეს. რაც შეეხება სხვა ლიდერებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასების...
სტატიის გაგრძელება ბათუმის მერიამ მონაწილეობითი ბიუჯეტის პროექტის განხორციელება დაიწყო. ბათუმის მერიის ინფორმაციით, პროექტის მიზანია მოქალაქეთა ჩართულობა საბიუჯეტო პროცესის ნაწილში და მათ საჭიროებებზე დაფუძნებული ბიუჯეტის შემუშავება. "პირველ ეტაპზე პროექტის ბიუჯეტი 120 000 ლარს შეადგენს. მოქალაქეების მონაწილეობით დაგეგმილი ბიუჯეტის წილი ეტაპობრივად გაიზრდება. ბათუმში რეგისტრირებულ ყველა მოქალაქეს, ან მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფს შეუძლია გადაწყვიტოს, რა პროექტებს მოხმარდეს აღნიშნული თანხა. მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი პროექტების განხორციელების არეალი უნდა...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღებში საკვები პროდუქტი შეუფერხებლად შევა. ამასთან მისი თქმით, დაცული იქნება პროდუქტის ხარისხი და კვების სტანდარტები. "როგორც უკვე იცით, კომპანია "ნილს“ დღეიდან უწყდება ხელშეკრულება. მინდა დავამშვიდო მშობლები, რომ ბაღების კვებით მომარაგებაში შეფერხება არ იქნება. საბავშვო ბაღების ადმინისტრაციები თავად უზრუნველყოფენ გარკვეული პერიოდით ხელშეკრულებების გაფორმებას მომმარაგებელ კომპანიებთან და პროდუქტი შევა ბაღებში შეუფერხებლად. დაცული...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება თბილისის მერის მოადგილემ ილია ელოშვილმა მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის მერიამ კომპანია "ნილს“, რომელიც დედაქალაქის ბაგა-ბაღებს კვების პროდუქტებით უზრუნველყოფს, ხელშეკრულება შეუწყვიტა. მერიაში აცხადებენ, რომ კომპანიას ხელშეკრულება ხვალიდან შეუწყდება. არსებული ინფორმაციით, კომპანია "ნილს“ ყადაღა ადევს, რის გამოც, ბაღების კვების პროდუქტებით მომარაგებას  ვერ ახერხებს. როგორც კომპანია "ნილის“ დირექტორი კახა გიორგაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიისგან ხელშეკრულების შეწყვეტას მისი კომპანია არ იმსახურებდა. "ერთადერთი, რისი...
წინა სტატია გუშინდელი ე.წ არჩევნების მერე, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საპროტესტო ტალღა უნდა დაიწყოს ზუგდიდიდან. ეს გავრცელდება მთელს ქვეყანაზე და დამთავრდება ივანიშვილის შუშის სასახლესთან, თბილისში, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის მერობის ყოფილმა კანდიდატმა სანდრა რულოვსმა განაცხადა. როგორც სანდრა რულოვსმა ოპოზიციის შტაბში შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა, 2019 წლის შუალედური არჩევნები არ იყო რეალური არჩევნები. მისი თქმით, -"ეს იყო სპეცოპერაცია თვეების მანძილზე, განსაკუთრებით კი...
სტატია მომზადებულია “აიფაქტის” მიერ ავტორი: ელისო ჯანაშია ფოთის წყალარინების სისტემას საბოლოოდ მაინც ის ევროპული და თურქული კომპანიები აშენებენ, რომლებიც 2015 წელს გამოცხადებულ ტენდერში მთავრობამ დაიწუნა. მაშინ აზერბაიჯანულმა კომპანიამ გაიმარჯვა, რომელმაც 9 მილიონ ლარზე მეტი გაფლანგა, სამუშაოების მცირე ნაწილი გააკეთა, ფოთში გზებიც გადათხარა და ამ მდგომარეობაში მიატოვა. ფეკალური მასები კი დღესაც პირდაპირ ზღვაში ჩაედინება. სამუშაოები 2016 წელს დაიწყო. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მიერ გამოცხადებულ...
ქუთაისის მერიამ ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების მონაცემების შესახებ ინფორმაცია საკრებულოს წარუდგინა. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ინფორმაციით, ბიუჯეტში სამჯერ განხორციელებული ცვლილების შედეგად, ამჟამად ქუთაისის ბიუჯეტი  75 082 000 ლარს შეადგენს. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს. რაც შეეხება ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელს, სამსახურის ინფორმაციით, იანვრიდან მარტის ჩათვლით ქუთაისის ბიუჯეტის შემოსავლებმა  ნაშთის გარეშე  12  500 000 ლარი შეადგინა, რაც მთლიანი შემოსავლების 17-18 პროცენტია, ხოლო ნაშთის გარეშე შემოსავლებმა ...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება საპროტესტო ტალღით უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. როცა ის აღარ იქნება, მაშინ არის ისევ შესაძლებელი არჩევნებზე საუბარი, - ამის შესახებ სანდრა რულოვსმა ზუგდიდში, "ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბში მიმდინარე შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, რისთვისაც ოპოზიცია ყველა უბანსა და სოფელში მივა, რათა ხალხს გააგებინონ, რომ ერთმანეთის გაძლიერება შეუძლიათ. "გავაგებინებთ ხალხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გაძლიერება. ამ საპროტესტო ტალღით -...
სტატიის გაგრძელება გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის ადგილობრივ შტაბში ოპოზიციის ლიდერებისა და ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატის, სანდრა რულოვსის შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. შეხვედრაზე საუბარი სამოქმედო გეგმას შეეხება. როგორც სანდრა რულოვსმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთებს. როგორც ცნობილია, ცესკოს პირველადი შედეგებით, მერის რიგგარეშე არჩევნებში, 5-ვე მუნიციპალიტეტში - ზუგდიდში, მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურასა და ხულოში გამარჯვება პირველივე ტურში, „ქართული ოცნების“ კანდიდატებმა მოიპოვეს. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 5-ვე...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ არბოში ლომოურის მუზეუმის აღდგენის შესახებ მიღებული დაპირების შესრულებას ითხოვენ. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მუზეუმის რეაბილიტაციის შესახებ დაპირება ადგილობრივი ხელისუფლებისგან წლის დასაწყისში მიიღეს, თუმცა ამ დრომდე აქ არანაირი სამუშაოები არ დაწყებულა. მიმდინარე წლის თებერვალში შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ სახლ-მუზეუმს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა და ეზო მოწესრიგდებოდა, ასევე, ადგილობრივებმა მუზეუმში მდებარე ბიბლიოთეკის აღდგენის...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზის საბავშვო ბაღს ახალი ინვენტარი და ორი ტელევიზორი გადასცეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ერთ-ერთი აღსაზრდელის მშობლის ნინო მინდიაშვილის განმარტებით, ასოციაცია "თანხმობას" მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში ბაღის აღსაზრდელების მშობლებმა მიიღეს მონაწილეობა და წარდგენილმა განაცხადმა მხარდაჭერა მოიპოვა. 17 მაისს კი უშულალოდ პროექტით გათვალისწინებული ნივთების გადაცემა მოეწყო. "როდესაც გავიგე, რომ აღნიშნული ორგანიზაცია საგრანტო კონკურსს აცხადებდა, როგორც მშობელმა გამოვთქვი ინიციატივა, საბავშვო ბაღში...
გორელი ველომოყვარულები მდუმარე აქციას გამართავენ. როგორც აქციის ორგანიზატორი, ლადო მიხანაშვილი აცხადებს, ქალაქში ველობილიკი არ არსებობს, რის გამოც გადაადგილება სახიფათოა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. "ამ აქციის მიზანი არის ის, რომ მოეწყოს ველობილიკი ქალაქში. უბრალოდ, გადაადგილება არის საფრთხის შემცველი. ველოსიპედიც არის ტრანსპორტი და არა მხოლოდ გასართობი საშუალება. არ შეიძლება ტროტუარზე ველოსიპედით გადაადგილება, რადგან მაღალია ალბათობა იმისა, რომ დაეჯახო ქვეითს. რაც შეეხება გზაზე მოძრაობას,...
ბათუმს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ქალაქ ლიანიუნგანის დელეგაცია ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ბათუმის მერიაში, ქალაქ ლიანიუნგანსა და ქალაქ ბათუმს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდა. ბათუმის მერიის ინფორმაციით, დოკუმენტი ორ ქალაქს შორის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებასა და ტურიზმის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროების განვითარებას ითვალისწინებს. "დღეს ჩინეთის ქალაქ ლიანიუნგანთან ხელი მოვაწერეთ თანამშრომლობის მემორანდუმს განათლების, კულტურის, სპორტისა და ეკონომიკის სფეროში. ეს არის ქალაქი, რომლის მოსახლეობის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ