„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, ლიდერების საქმიანობის რეიტინგში თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობს.
უფრო კონკრეტულად, თბილისში გამოკითხული რესპონდენტების 33 % ფიქრობს, რომ კახა კალაძე „კარგად“ მუშაობს, 10 %-ის აზრით – „ძალიან კარგად“, 30 %-ის შეფასებით, – „საშუალოდ“, 16 %-ის აზრით, – ცუდად, 7 % მიიჩნევს, რომ „ძალიან ცუდად“, 3 % კი აცხადებს, რომ „არ იცის“. დანარჩენებმა პასუხზე უარი განაცხადეს.
რაც შეეხება სხვა ლიდერებს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის შეფასების რეიტინგი ასეთია: 1 % მიიჩნევს, რომ „კარგად“ მუშაობს, 19 % – „ძალიან კარგად“, 38 % – „საშუალოდ“, 21 % – „ცუდად“, 9 % – „ძალიან ცუდად“, 12 %-მა „არ იცის“.
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე: 3 %-ის აზრით, „ძალიან კარგად“ მუშაობს, 17 % – „კარგად“, 44 % – „საშუალოდ“, 17 % – „ცუდად“, 5 % – „ძალიან ცუდად“.
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე: 2 %-ის აზრით „ძალიან კარგად“ მუშაობს, 14 % – „კარგად“, 38 % – „საშუალოდ“, 25 % – „ცუდად“, 8 % – „ძალიან ცუდად“.
კვლევის საველე სამუშაოები 28 მარტი-15 აპრილის პერიოდში იმ ქალაქებში ჩატარდა, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასზე მეტი. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი.
NDI აღნიშნავს, რომ კვლევის შედეგების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2,3 %-ია.