NDI: გამოკითხულთა 40%-ს კალაძისა და სერგეენკოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს

1214

“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო და თბილისის მერი კახა კალაძე ლიდერობენ.

უფრო კონკრეტულად, გამოკითხული რესპონდენტის 40 % ამბობს, რომ სერგეენკოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს, 12 % უარყოფით დამოკიდებულებას აფიქსირებს, 32 % კი – არც დადებითს და არც უარყოფითს.

რესპონდენტთა 40 % აფიქსირებს დადებით დამოკიდებულებას კახა კალაძისმიმართაც, 18 %-ს კი მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება აქვს. 34 % კალაძის მიმართ მის დამოკიდებულებას – არც დადებითად და არც უარყოფითად აფასებს.

პოლიტიკოსების მიმართ დამოკიდებულების რეიტინგში მესამე ადგილზეა მიხეილ სააკაშვილი, რომლის მიმართაც დადებით დამოკიდებულებას გამოკითხულთა 31 % აფიქსირებს.

შემდეგ პოზიციებზე მოდიან პოლიტიკოსები: შალვა ნათელაშვილი, სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე, რომელთა მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა 28 %-28 %- ს აქვს.

27 %-27 % გამოხატავს დადებით დამოკიდებულებას გიორგი გახარიას და ზაალ უდუმაშვილის მიმართ, 26 %-26 % კი – ალეკო ელისაშვილის, მამუკა ბახტაძისდა თეა წულუკიანის.

22 %-22 %-ია დადებითად განწყობილი გიორგი ვაშაძის და ნიკა მელიას მიმართ, 21 %-21% კი – ირმა ინაშვილის, ბიძინა ივანიშვილის და დავით უსუფაშვილის.

20 % აფიქსირებს დადებით განწყობას ირაკლი კობახიძის მიმართ.