კახაბერ გვანცელაძე: ბაღების კვებით მომარაგებაში შეფერხება არ იქნება

1510

წინა სტატია

სტატიის გაგრძელება

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ბაღებში საკვები პროდუქტი შეუფერხებლად შევა. ამასთან მისი თქმით, დაცული იქნება პროდუქტის ხარისხი და კვების სტანდარტები.

“როგორც უკვე იცით, კომპანია “ნილს“ დღეიდან უწყდება ხელშეკრულება. მინდა დავამშვიდო მშობლები, რომ ბაღების კვებით მომარაგებაში შეფერხება არ იქნება. საბავშვო ბაღების ადმინისტრაციები თავად უზრუნველყოფენ გარკვეული პერიოდით ხელშეკრულებების გაფორმებას მომმარაგებელ კომპანიებთან და პროდუქტი შევა ბაღებში შეუფერხებლად. დაცული იქნება პროდუქტის ხარისხი და კვების სტანდარტები“, – აცხადებს გვანცელაძე.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ ბაგა-ბაღების მომმარაგებელ კომპანიას ხელშეკრულება შეუწყვიტა.

თავის მხრივ, როგორც კომპანია “ნილის“ დირექტორი კახა გიორგაძე აცხადებს, რომ თბილისის მერიისგან ხელშეკრულების შეწყვეტას მისი კომპანია არ იმსახურებდა.