თუშეთის გზის 56-ე კილომეტრზე ხელოვნური ტბის წარმოქმნის შემდეგ გასულ წელს გაკეთებული გზა ისევ წყლით დაიფარა. გზის ამ მონაკვეთზე მანქანები ვერ გადაადგილდებიან. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. თუშეთში ახმეტის მერის წარმომადგენელი ლადო კახოიძე ამბობს, რომ საკითხზე საავტომობილო გზების დეპარტამენტში იმსჯელეს და პრობლემის მოგვარება მყისიერად დაიწყება. "გზის გაწმენდითი სამუშაოები 56-ე კილომეტრამდეა მისული, სწორედ იმ ტერიტორიამდე, საიდანაც ხელოვნური ტბა იწყება. თუმცა პრობლემა ახლა ტბის მიმდებარედ გაყვანილი...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ქუთაისის საკრებულოს "ქართული ოცნების“ დეპუტატი ნანა კოსტავა საკრებულოს დატოვებას არ აპირებს. ამის შესახებ კოსტავამ "ქრონიკისთან" სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ამომრჩევლების თხოვნის საფუძველზე შეცვალა. შეგახსენებთ, რომ ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, ნანა კოსტავა მის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებული განცხადების გამო ფრაქცია “ქართული ოცნება -კონსერვატორების ” თავმჯდომარეობიდან გადააყენეს. “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, მისი გადაყენება საკმარისი არ არის, რის გამოც მის იმპიჩმენტს ითხოვენ. ქუთაისის საკრებულოს...
წინა სტატია საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, რუსთავისა და მარნეულის მოსახლეობას, რუსთავი-წითელი ხიდის გზის პროექტის განსახლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში დაგეგმილი პროცედურები გააცნეს. "პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებს ინფორმაცია მიეწოდათ განსახლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული კომპენსაციის შესახებ. რუსთავი-წითელი ხიდის გზა ქალაქ რუსთავსა და მარნეულის მუნიციპალტეტზე გაივლის. პროექტის ზემოქმედების ქვეშ მყოფი ყველა ადამიანი, განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად მიიღებს სხვადასხვა სახის დახმარებას", - აცხადებენ გზების დეპარტამენტში. მათივე ცნობით,...
წინა სტატია გუშინ განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის, საკმაოდ მძიმე ფაქტი იყო, ვინაიდან კარგად ვიცნობ თითოეულ დაკავებულ პირს, - ამის შესახებ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ განაცხადა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "ასევე, ეს ფაქტი მძიმეა ჩემთვის, როგორც მერისთვის, ვინაიდან თითოეული დაკავებული ადამიანი იკავებს საკმაოდ მნიშვნელოვან პოზიციას მუნიციპალიტეტში, ისინი არიან მაღალი კვალიფიკაციის კადრები მრავალწლიანი გამოცდილებით შესაბამის სფეროებში. აბსოლუტურად მესმის...
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე სასწავლო წელს საჯარო და კერძო სკოლების ბუფეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაამოწმა. სეს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სკოლების სამზარეულოებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობები შემოწმდა. "შემოწმების პარალელურად, ბიზნესოპერატორებს მიეცათ რეკომენდაციები, რა სამუშაოები უნდა ჩაატარონ არდადეგების პერიოდში სურსათის უვნებლობის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, რათა მომავალი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებულები შეხვდნენ", - აცხადებენ სეს-ში. https://www.facebook.com/National.Food.Agency/videos/390862254853549/?epa=SEARCH_BOX
გუშინ კახეთში გამარტულ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დეცენტრალიზაციისა და რეგიონული განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა. “მუნიციპალიტეტებისთვის მეტი კომპეტენციების გადაცემა, უფლებების სფეროს გაფართოება საშუალებას გვაძლევს შევამოკლოთ ის პროცედურული ციკლი, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ ნებართვის მისაღებად ან საკითხის სამინისტროებთან შესათანხმებლად. ეს მცირე მთავრობის კონცეფციასა და გადაწყვეტილებების დაჩქარების პროცესში ჯდება. დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან ერთად ვმუშაობთ ადგილობრივი მოხელეების...
ა(ა)იპ გორის სპორტის სასახლე, ასე ჰქვია მუნიციპალურ ორგანიზაციას, რომელიც საჯარო რეესტრში გორის მერიამ მიმდინარე თვეს დაარეგისტრირა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. ახალი ა(ა)იპ-ის დირექტორი შიდა ქართლის ძიუდოს ყოფილი პრეზიდენტი ბორის გოგიჩაიშვილია, რომელიც 2011 წელს სახელმწიფო სახსრების მითვისების და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით იყო დაკავებული, მანამდე კი შპს "ქართული ღვინის სახლის" ხემძღვანელი იყო. ამჟამად კი გოგიჩაიშვილი შპს "ეკო ჯეო ფრუტ-ის" დირექორი და შპს...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარედგინა. საგამოძიებო ორგანო ოთხ მათგანს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვსა და ბათუმის მერიის ორ თანამშრომელს არჩილ ვანაძესა და გოგა ლომაძეს კი ბიუჯეტიდან თანხის მითვისება და გაფლანგვა ედებათ ბრალად. ბათუმის საქალაქო სასამართლოში მაღალჩინოსნების პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ. შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობისა და...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება სიძულვილის ენის გამოყენებაში დადანაშაულებული ნანა კოსტავა საკრებულოს დეპუტატის მანდატს, სავარაუდოდ, ორშაბათს დატოვებს. ამის შესახებ მან "ტელეკომპანია იმედთან" განაცხადა. მისი თქმით, მან არ იცოდა სალომე ბარკერის ოჯახში მომხდარი ტრაგედიის შესახებ და სოციალური ქსელის მეშვეობით გავრცელებული პოსტი არ იყო მიზანმიმართულად დაწერილი. კოსტავა მომხდარის შესახებ თავის წილ პასუხისმგებლობას იზიარებს და ამბობს, რომ ამ დრომდე ყველა დაკავებული პოსტი უკვე დატოვა. როგორც კოსტავა ამბობს, საკრებულოს...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების დაკავების საკითხს გამოეხმაურნენ. როგორც ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე აცხადებს, გუშინ ბათუმელებს მერიის ხელმძღვანელობა "ფუკასავით“ ააცალეს, რასაც ქალაქი არ იმსახურებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ფაქტზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. "ფუკასავით აგვაცალეს მთელი მერია ცხვირწინ. ბათუმელები არ იმსახურებენ ამას. აიღეთ პოლიტიკური პასუხმგებლობა საკუთარ თავზე, რაც...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მას გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით ედავება, რაც ბიუჯეტიდან თანხის მითვისება-გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. დაკავებული მაღალჩინოსნების ადვოკატების ნაწილმა ბათუმის წინასწარი დაკავების იზოლატორი უკვე დატოვა. როგორც ბათუმის ყოფილი მერის გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა ჯემალ კიკნაძემ განაცხადა, ერმაკოვი დუმილის უფლებას იყენებს. მისივე ინფორმაციით, მაღალჩინოსანთა სასამართლო პროცესი, სავარაუდოდ,...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ნანა კოსტავას განცხადებები ჩემთვის, ჩემი თანაგუნდელებისთვის მიუღებელია და მას აუცილებლად მოუწევს ბოდიშის მოხდა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ქუთაისის საკრებულოს წევრის ნანა კოსტავას მიერ სიძულვილის ენის შემცველ განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, კოსტავას განცხადება ძალიან მძიმე იყო. "ეს განცხადება ძალიან მძიმე იყო, ეს მისაღები არავისთვის არ არის. საღად მოაზროვნე ადამიანი ამას ნორმალურად არ აღიქვამს და არ მიიღებს....
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის ნიკა ლატარიას თქმით, იგი არ აპირებს, ნანა კოსტავასთან ერთად საკრებულოში იმუშაოს. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. ლატარიას თქმით, მან კოსტავას წარმომადგენლობითი ორგანოს დატოვება ურჩია. თუმცა, თუ კოსტავამ მსგავსი გადაწყვეტილება არ მიიღო, როგორ უზრუნველყოფს ლატარია მის გარეშე სხდომების ჩატარებას, ამაზე საკრებულოს თავმჯდომარეს პასუხი არ აქვს. "ჩვენ რა ბერკეტიც გვქონდა, გამოვიყენეთ და ის გადაყენებულია ფრაქციის თავმჯდომარის პოსტიდან. მე მას...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა " ნანა კოსტავასთვის უფლებამოსილების შეჩერების მიზნით რიგგარეშე სხდომის ჩატარებას მოითხოვს. ფრაქციის წევრებმა დღეს ქუთაისის მერიაში შესაბამისი განცხადება დაარეგისტრირეს. ინფორმაციას ქუთაისის პოსტი ავრცელებს. ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას თქმით, ის ფაქტი, რომ ნანა კოსტავა ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს, საკმარისი არ არის, რადგან იგი კვლავ რჩება გუნდის წევრად. "კოსტავა კვლავ რჩება ამ ფრაქციის წევრად და შესაბამისად, გუნდის წევრადაც,...
წინა სტატია ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის "ქართული ოცნების" წევრის ომარ მახარაძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრა გაიმართა. საკრებულოს უმრავლეოსბის გადაწვეტილებით, ომარ მახარაძე აღნიშნულ პოსტზე თემურ კახიძემ ჩაანაცვლა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებულმა ბსუ-ს ყოფილმა ლექტორმა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება-მრეწველები" რამდენიმე დღის წინ თავად დატოვა, რის შედეგადაც ფრაქციაც დაიშალა. იგი დღევანდელ სხდომას არ დასწრებია. შეგახსენებთ, რომ ბსუ-ს ყოფილ ლექტორს...
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირის მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას ითხოვს. ადგილობრივების თქმით, ყოველი წვიმის დროს ონკანებში ტალახიანი წყალი მოედინება და მისი გამოყენება შეუძლებელია. მოსახლეობა წყლის პრობლემის მოგვარებას შესაბამის სამსახურებს სთხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს. სოფელში მცხოვრებლების თქმით, ხშირად დასალევ წყალს ყიდულობენ, რადგან დაბინძურებული წყლის მიღება, რომელიც ონკანებში მოედინება, შესაძლოა, მათი ჯანმრთელობისთვის საფრთხეს წარმოადგენდეს. "ვისაც გვაქვს ფინანსები და საშუალება წყალს მაღაზიაში ვყიდულობთ, მაგრამ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ