ბათუმში დაკავებულ მაღალჩინოსნებს დროებითი მოთავსების იზოლატორში ბრალი ოფიციალურად წარედგინა.
საგამოძიებო ორგანო ოთხ მათგანს სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. ბათუმის ყოფილ მერს გიორგი ერმაკოვსა და ბათუმის მერიის ორ თანამშრომელს არჩილ ვანაძესა და გოგა ლომაძეს კი ბიუჯეტიდან თანხის მითვისება და გაფლანგვა ედებათ ბრალად.
ბათუმის საქალაქო სასამართლოში მაღალჩინოსნების პროცესი, სავარაუდოდ, დღეს გაიმართება, სადაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ აჭარის მთავრობისა და ბათუმის მერიის ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსნები, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვისა და სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს.
კერძოდ, დაკავებულები არიან: ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი, აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბაგრატ მანველიძე, ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი არჩილ ვანაძე, ბათუმი მერიის და სამინისტროების თანამშრომლები ბექა ხალვაში, ნუკრი ხინთიბიძე, ბათუმის ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის თანამშრომელი ეგარსლან ლომაძე.
პროკურატურის ინფორმაციით, გაიფლანგულია 1 370 076 ლარი.
თავის მხირვ, ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ბათუმში დაკავებული მაღალჩინოსნების ნაწილს თავდებში უდგება.