ცქიტიშვილი: დეცენტრალიზაციით გადაწყვეტილებების დაჩქარებას შევუწყობთ ხელს

999

გუშინ კახეთში გამარტულ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა დეცენტრალიზაციისა და რეგიონული განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მუნიციპალიტეტებისთვის მეტი კომპეტენციების გადაცემა, უფლებების სფეროს გაფართოება საშუალებას გვაძლევს შევამოკლოთ ის პროცედურული ციკლი, რომელიც საჭიროა ამა თუ იმ ნებართვის მისაღებად ან საკითხის სამინისტროებთან შესათანხმებლად. ეს მცირე მთავრობის კონცეფციასა და გადაწყვეტილებების დაჩქარების პროცესში ჯდება.

დეცენტრალიზაციის სტრატეგიასთან ერთად ვმუშაობთ ადგილობრივი მოხელეების კვალიფიკაციის ამაღლებაზე, კოლეგა უწყებებთან ერთად კი აქტიურად ვეხმარებით მუნიციპალიტეტებს სერვისების განვითარებაში. დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ყველანი ერთად ვიგრძნობთ ამაღლებულ სტანდარტს,“ – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დიჯიტალიზაციის პროცესი რეგიონებშიც ეფექტიანად წარიმართოს.