სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიმდინარე სასწავლო წელს საჯარო და კერძო სკოლების ბუფეტები მთელი ქვეყნის მასშტაბით გადაამოწმა.
სეს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სკოლების სამზარეულოებში არსებული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და სურსათის განთავსებისა და რეალიზაციის პირობები შემოწმდა.
“შემოწმების პარალელურად, ბიზნესოპერატორებს მიეცათ რეკომენდაციები, რა სამუშაოები უნდა ჩაატარონ არდადეგების პერიოდში სურსათის უვნებლობის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით, რათა მომავალი სასწავლო წლის დაწყებას მომზადებულები შეხვდნენ”, – აცხადებენ სეს-ში.
https://www.facebook.com/National.Food.Agency/videos/390862254853549/?epa=SEARCH_BOX