ა(ა)იპ გორის სპორტის სასახლე, ასე ჰქვია მუნიციპალურ ორგანიზაციას, რომელიც საჯარო რეესტრში გორის მერიამ მიმდინარე თვეს დაარეგისტრირა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ახალი ა(ა)იპ-ის დირექტორი შიდა ქართლის ძიუდოს ყოფილი პრეზიდენტი ბორის გოგიჩაიშვილია, რომელიც 2011 წელს სახელმწიფო სახსრების მითვისების და საგადასახადო დოკუმენტების გაყალბების ბრალდებით იყო დაკავებული, მანამდე კი შპს “ქართული ღვინის სახლის” ხემძღვანელი იყო.
ამჟამად კი გოგიჩაიშვილი შპს “ეკო ჯეო ფრუტ-ის” დირექორი და შპს “საქართველოს” მეწილეა.