ბათუმის საკრებულოს სხდომაზე საკრებულოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის “ქართული ოცნების” წევრის ომარ მახარაძის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე კენჭისყრა გაიმართა. საკრებულოს უმრავლეოსბის გადაწვეტილებით, ომარ მახარაძე აღნიშნულ პოსტზე თემურ კახიძემ ჩაანაცვლა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
სექსუალურ შევიწროვებაში დადანაშაულებულმა ბსუ-ს ყოფილმა ლექტორმა ბათუმის საკრებულოში ფრაქცია “ქართული ოცნება-მრეწველები” რამდენიმე დღის წინ თავად დატოვა, რის შედეგადაც ფრაქციაც დაიშალა. იგი დღევანდელ სხდომას არ დასწრებია.
შეგახსენებთ, რომ ბსუ-ს ყოფილ ლექტორს ომარ მახარაძეს საკუთარი სტუდენტი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს. ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს, საგამოძიებო ორგანომ მხარეები უკვე გამოკითხეს.