რადიო "იმედი"
როგორ მიმდინარეობს დეცენტრალიზაციის სტრატეგიაზე მუშაობა, რას გეგმავს მთავრობა ფისკალური და ქონებრივი დეცენტრალიზაციის მიმართულებით და ითვალისწინებს თუ არა ის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების შეთავაზებებს, ამ საკითხებზე რადიო "იმედის" ეთერში კოალიციის "ადგილობრივი თვითმმართველობისა და დემოკრატიისათვის" წევრმა, მაგდა პოპიაშვილმა ისაუბრა.
მთავრობის დადგენილებით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. ინფორმარციას კახეთის ხმა ავრცელებს.
როგორც სასწავლო დაწესებულებაში აცხადებენ, რეაბილიტაცია თესაუს I სასწავლო კორპუსს ჩაუტარდება.
"ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია კორპუსის ლიფტით აღჭურვა, აუდიტორიების კეთილმოწყობა, ტექნიკური ბაზით უზრუნველყოფა, ადაპტირებული გარემოს შექმნა და სხვა. თესაუს რეაბილიტაცია 2 ეტაპად ჩატარდება: პირველი ეტაპი 2019 წლის ბოლოს, მეორე ეტაპი კი, 2020 წელს დასრულდება. მთავრობის მიერ გამოყოფილი თანხის...
წინა სტატია
ზუგდიდის მერის გიორგი შენგელიას თქმით, მოადგილეებს მიმდინარე კვირის ბოლომდე წარადგენს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"მას შემდეგ, რაც ზუგდიდის საკრებულომ ჩემი უფლებამოსილება სცნო, მოადგილეებს უფლებამოსილება ავტომატურად შეუწყდათ. ამ კვირის ბოლომდე აუცილებლად წარვადგენ მოადგილეებს", - განაცხადა გიორგი შენგელიამ.
შეკითხვაზე, გეგმავს თუ არა სამსახურის უფროსების შეცვლას, მერმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე სხვა საკადრო ცვლილებას არ განიხილავს.
"ლაივპრესის" ინფორმაციით, ზუგდიდის ვიცე მერის პოზიციაზე ოთხი ადამიანის კანდიდატურა განიხილება.
ახალციხე–ასპინძის ცენტრალური მაგისტრალის, იმ მონაკვეთზე, რომელიც დამეწყრილია, ახალი ალტერნატიული გზის მშენებლობა ორ თვეში დაიწყება. სამუშაოებს "მტკვარი ჰესი“ განახორციელებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ასპინძა–ახალციხის გზის დამეწყრილი მონაკვეთის მიმდებარედ, "მტკვარი ჰესის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ჰესის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დამეწყრილი ტერიტორია წყლით დაიფარება, ამიტომ ალტერნატიულ გზას თავად აკეთებენ. ალტერნატიული სამკილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა გადაიდო.
"მტკვარი ჰესის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სამშენებლო კომპანიის შერჩევა...
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის სურვილს გამოთქვამენ, სახელმწიფო დააფინანსებს,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტული სასწავლებლების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.
"დღეს მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ დადგენილება, რომელიც გულისხმობს, რომ ოკუპირებულ ტეროტორიიდან სტუდენტები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს სწავლა გააგრძელონ ქართულ უნივერსიტეტებში, მნიშვნელოვანია მათ ხელი შევუწყოთ ამაში. ამიტომ სახელმწიფო...
რიკოთის საუღელტეხილო გზის მე-4, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობისთვის საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდა. აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაიშალა დღეს კი სატენდერო წინადადებების მიღება ხელახლა დაიწყო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დაინტერესებულ კომპანიებს წინადადებების წარმოდგენა 1 აგვისტოს 16:00 საათამდე შეუძლიათ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთის მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს.
"შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, პროექტის შესაბამისად გათვალისწინებულია 14.7 კმ. ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი გზის, 14 ხიდისა და 12 გვირაბის მშენებლობა.
აღსანიშნავია,...
საქართველოს პრემიერმინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრემიერის თანამდებობიდან მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ჭორია. ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტების კითხვის პასუხად განაცხადა.
"ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრად დანიშვნის პერიოდიდან, ყოველ კვირა ვიგებდი ქართული მედიიდან მსგავს ინფორმაციას და კიდევ ერთხელ გიპასუხებთ იმაზე, რაც აქამდე მიპასუხია, ეს ყველაფერი არასერიოზულია და ამაზე სერიოზული განცხადების გაკეთებაც კი ძალიან გამიჭირდება. მე მაქვს ჩემი სამთავრობო პროგრამა წარდგენილი ჩემ...
წინა სტატია
ქუთაისი ევროპა ლიგის თამაშებს ვერ უმასპინძლებს. მიზეზი რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის მოუწესრიგებლობაა. ქუთაისის მერის მიერ დაანონსებული ტენდერი ამ დრომდე არ გამოცხადებულა და სამუშაოები არ დაწყებულა. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ წლის დასაწყისში განაცხადა, რომ ცენტრალურ სტადიონს რეაბილიტაცია ჩაუტარდებოდა, რისთვისაც ნახევარ მილიონზე მეტი გამოიყოფოდა.
"დაახლოებით, 500 000 ლარზე მეტი დაიხარჯება. ახალ წლამდე გვქონდა ამაზე საუბარი ფეხბურთის ფედერაციასთან. ისინი მოედნის...
ჭიათურის ცენტრალურ ნაწილში ნაძვის ხეებს ჭრიან. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.
როგორც ჭიათურის მერიაში განმარტავენ, ხეებს საბაგიროს რეკონსტრუქციის მიზეზით ჭრიან,
"გეგმიურია და შეთანხმებულები არიან. ახლა ბაგირებს ჭიმავენ", - ამბობენ მერიაში.
რა რაოდენობის ხის მოჭრაა დაგეგმილი, ამ დრომდე უცნობია. საბაგირო გზების ხელძღვანელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.
შეგახსენებთ, რომ ჭიათურაში სამგზავრო საბაგირო გზების სისტემებისა და სადგურების რეკონსტრუქციის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს, საქართველოს მთავრობის დავალებით, რეგიონული განვითარებისა და...
წინა სტატია
სტატიია გაგრძელება
ქუთაისის მერიამ გალაკტიონ ტაბიძის ქუჩაზე მიტოვებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შპს "ჯეო სერვისთან" ხელშეკრულება შეწყვიტა და ვადაგადაცილების გამო კომპანიას, დაახლოებით, 140 ათას ლარამდე ჯარიმა დააკისრა.
სამუშაოების დასრულების მიზნით, მერია ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, მიმდინარე კვირაში ხელშეკრულებას პირდაპირი წესით დადებს და ტაბიძის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდება.
შეგახსენებთ, რომ ტაბიძის ქუჩაზე სამუშაოები მარტში დაიწყო და 3 თვეში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ქუჩაზე რამდენიმე დღეა, რაც...
მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის ავტოპარკში სულ 19 ავტომანქანაა. მათგან 12 დაზიანებულია და აღდგენას არ ექვემდებარება. ოფიციალური ინფორმაციით, იმ შვიდ ავტომანქანას შორის, რომლითაც საჯარო მოხელეები გადაადგილდებიან, ხუთი ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოა. ერთი ტოიოტა ჰაილუქსი, ერთი კი ლექსუსის მარკის ავტომანქანა. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ტოიოტა ლენდკრუიზერ პრადოთაგან ერთით მესტიის და ზემო სვანეთის ეპარქია სარგებლობს.
ავტომანქანათაგან ყველაზე ძველი 2004 წლის გამოშვების, ლექსუსის მარკის ავტომანქანაა, რომლითაც საკრებულოს თავმჯდომარე...
თბილისში აკაკი წერეთლის გამზირზე შიდა ეზოებს აწესრიგებენ,
როგორც დიდუბის რაიონის გამგეობაში აცხადებენ, ამ ეტაპზე, სამუშაოები აკაკი წერეთლის გამზირის N12 და N13 კორპუსებთან მიმდინარეობს, სადაც უკვე მოწესრიგებულია სანიაღვრე ქსელი. ასევე, ასფალტის საფარის მოწესრიგებია მიმდინარეობს აკაკი წერეთლის გამზირის N95ა-სა და 99ა-ში მდებარე კორპუსებთან, რომელიც უახლოეს დღეებში დასრულდება. პროექტის ფარგლებში, კონტრაქტორი კომპანია აღნიშნულ მისამართებზე გზის ამორტიზებულ საფარს 3 257 კვ.მ ფართობზე შეაკეთებს.
ამასთან, მათივე...
წინა სტატია
დიდი დიღმის კერძო დასახლებაში, ბარონ დე ბაის ქუჩასა და კლაპროთის ქუჩის ნაწილზე, საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს.
საბურთალოს რაიონის გამგეობის ცნობით, პროექტის ფარგლებში, ბარონ დე ბაის ქუჩაზე, 8 615 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის ახალი საფარი დაიგება. ამჟამად კი, აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფუძვლის მომზადება მიმდინარეობს.
ასევე, მათივე ინფორმაციით, საგზაო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია კლაპროთის ქუჩის ნაწილზეც, სადაც 3 803 კვ.მ ფართობზე ასფალტის პირველი ფენა...
სტატია მომზადებულია "სამხრეთის კარიბჭის" მიერ
ავტორი: თაკო ფეიქრიშვილი
ვარძიის მიმდებარედ, ნებისმიერი თვითნებური მშენებლობა, კომპლექსის “იუნესკო-ს” ძეგლთა ნუსხაში წარდგენის პროცესს ხელს უშლის. ამის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ. ამ ეტაპზე, ვარძიის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში ნომინირებისთვის, საჭირო დოკუმენტაცია მზადდება.
2019 წლის აპრილში, ძეგლთა დაცვის სააგენტომ მოსკოველ ბიზნესმენს, სოსო ორჯონიკიძეს, ვარძიის ისტორიული კომპლექსის მოპირდაპირედ, 120 ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა შეუჩერა.
“პროცესი, რომელიც იქ განვითარდა - ეს იყო...
მსოფლიო ბანკმა საქართველოს მელიორაციას 25 "რენოს“ მარკის ავტომანქანა, სპეციალური ეკიპირება და კომპიუტერული ტექნიკა გადასცა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის თქმით, მსოფლიო ბანკის მიერ გადმოცემული ტექნიკა, საქართველოს მელიორაციის საქმიანობის ეფექტიანი წარმართვისთვის მეტად მნიშვნელოვანია.
"მელიორაციის კომპანიამ მსოფლიო ბანკის პროექტის ფარგლებში სრულად განაახლა ავტოპარკი, რაც ძალზედ მნიშვნელოვანია. აღსანიშნავია, რომ საირიგაციო არხების აღდგენისა თუ ირიგაციის გამართული სამუშაოებისთვის კომპანიის რებრენდინგი საქმიანობის წარმართვას კიდევ...
ახალციხის მერია, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პირველი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 529 505 ლარია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, წინადადებების მიღება ოთხი ივლისიდან დაიწყება.
რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი 120 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ბაღის შენობასთან ერთად მოწესრიგდება ეზოც, სადაც საბავშვო ატრაქციონები დაიდგმება.
გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ თვეში უნდა დაასრულოს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































