ახალციხე–ასპინძის მაგისტრალზე, ავარიული მონაკვეთის მიმდებარედ, ალტერნატიული გზა გაკეთდება

1117

ახალციხე–ასპინძის ცენტრალური მაგისტრალის, იმ მონაკვეთზე, რომელიც დამეწყრილია, ახალი ალტერნატიული გზის მშენებლობა ორ თვეში დაიწყება. სამუშაოებს “მტკვარი ჰესი“ განახორციელებს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ასპინძა–ახალციხის გზის დამეწყრილი მონაკვეთის მიმდებარედ, “მტკვარი ჰესის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ჰესის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ დამეწყრილი ტერიტორია წყლით დაიფარება, ამიტომ ალტერნატიულ გზას თავად აკეთებენ. ალტერნატიული სამკილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა გაზაფხულზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა გადაიდო.

“მტკვარი ჰესის“ ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე სამშენებლო კომპანიის შერჩევა მიმდინარეობს.

“შიდა პროცედურები გვაქვს და ამ შემთხვევაში არ ვართ ვალდებულები ტენდერი გამოვაცხადოთ გზის მშენებლობისთვის. როგორც კი კომპანიას შევარჩევთ ზაფხულის ბოლოს სამუშაოებს დავიწყებთ“,– ამბობენ “მტკვარი ჰესის“ ადმინისტრაციაში

შეგახსენებთ, რომ ტერიტორია, სადაც ალტერნატიული გზა უნდა გაკეთდეს გეოლოგებმა გასულ წელს შეისწავლეს და დააპროექტეს. ახალი გზა, დამეწყრილი გზის ზედა მხარეს გადავა და ცენტრალურ გზას შეუერთდება.ასპინძა–ახალციხის დამეწყრილი ტერიტორიის შესახებ, სადაც გზა თითქმის ჩამოშლილია, ყოველწლიურად დაბლა იწევს და გადაადგილება საშიში ხდება.