ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებში ისწავლიან, სახელმწიფო დააფინანსებს

828

ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ უნივერსიტეტებში სწავლის სურვილს გამოთქვამენ, სახელმწიფო დააფინანსებს,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, კონკრეტული სასწავლებლების შესახებ მოგვიანებით გახდება ცნობილი.

“დღეს მთავრობის სხდომაზე გავიტანეთ დადგენილება, რომელიც გულისხმობს, რომ ოკუპირებულ ტეროტორიიდან სტუდენტები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს სწავლა გააგრძელონ ქართულ უნივერსიტეტებში, მნიშვნელოვანია მათ ხელი შევუწყოთ ამაში. ამიტომ სახელმწიფო უზრუნველყოფს ყველა იმ სტუდენტის დაფინანსებას, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიებიდან სურვილს გამოთქვამს ისწავლოს საქართველოს უნივერსიტეტებში. კონკრეტულად რომელ უნივერსიტეტებში, ეს შემდგომი ეტაპის ნაწილია, მაგრამ მთავრობის დადგენილებით ყველა ამ პირს მიეცემა დაფინანსება”,- განაცხადა ბატიაშვილმა.