ახალციხის N1 საბავშვო ბაღს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

770

ახალციხის მერია, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პირველი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ტენდერს აცხადებს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 529 505 ლარია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.

ტენდერში მონაწილეობის მისაღებად, წინადადებების მიღება ოთხი ივლისიდან დაიწყება.

რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი 120 აღსაზრდელზე იქნება გათვლილი. ბაღის შენობასთან ერთად მოწესრიგდება ეზოც, სადაც საბავშვო ატრაქციონები დაიდგმება.

გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან ოთხ თვეში უნდა დაასრულოს.