სტატიის გაგრძელება
გამოვდივართ ინიციატივით, რომ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით და ნულოვანი ბარიერით ჩატარდეს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ შერეული სისტემა დემოკრატიულია, მოცემულ ვითარებაში პარტიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ვეღარ პასუხობს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს, მათ შორის მზარდ გლობალურ პოლიტიკურ და ეკონომიკურ გამოწვევებს.
ივანიშვილის განცხადებით, შუალედურმა არჩევნებმა აჩვენა, რომ მაჟორიტარულ არჩევნებში...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის საქალაქო სამსახურმა მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მშენებლობა დაასრულა.
გზაგამტარის გახსნას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და ილია ელოშვილთან ერთად ესწრებოდა.
"მარშალ გელოვანთან დამაკავშირებელი ორდონიანი კვანძის მოწყობა დასრულებულია და დღეიდან, თბილისის მოსახლეობას, მძღოლებს შესაძლებლობა აქვთ, ამ კონკრეტული გზით ისარგებლონ.
აქ სერიოზული პრობლემა იყო საცობების მიმართულებით. პროექტის განხორციელების შემდეგ, ამ კონკრეტულ...
"ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. სხდომას პარლამენტის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც ესწრება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
მანამდე პარტია "ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომას პირადად პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა. ასევე, მასში პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე, პარლამენტის გადამდგარი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პარტიის სხვა ლიდერები მონაწილეობდნენ.
"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე ქვეყანაში ბოლო დღეების განმავლობაში მიმდინარე...
წინა სტატია
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა. აღნიშნული ინფორმაცია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი.
ირაკლი კობახიძის გადადგომა პარლამენტის წინ, გუშინ განვითარებულმამ მოვლენებმა განაპირობა.
ოპოზიცია მოქალაქეებთან ერთად ირაკლი კობახიძის გადადგომას ითხოვდა, რადგან მათი მტკიცებით, რუს დეპუტატებს თბილისში ჩამოსვლის და ასამბლეის პარლამენტში გამართვაზე ნებართვა სწორედ მან გასცა.
https://www.facebook.com/GeorgianDreamOfficial/videos/476323399793162/
სტატიის გაგრძელება
ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადადგა. აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურებელია. ოფიციალურ განცხადებას "ქართულ ოცნებაში" მოგვიანებით გააკეთებენ.
ოპოზიციის წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა არაერთხელ მოითხოვეს. ისინი პარლამენტში რუსი დეპუტატების მისვლას და გავრილოვის მიერ საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სავარძლის დატოვებას აპროტესტებენ.
რუსთაველის გამზირზე მშვიდობიანი აქცია დარბევით დასრულდა. სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი.
მეორე თვეა, რაც პანკისის ხეობაში ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელ ხიდზე საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია და ადგილობრივები შემოვლითი გზით სარგებლობენ. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
"ხუთი სოფელი ამ ხიდზეა დამოკიდებული, ვცადეთ სამუშაოების დაწყება, მაგრამ უარი გვითხრეს“ , -აცხადებენ ადგილობრივები.
ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის, ვაჟა ნასყიდაშვილის ინფორმაციით, ხიდთან მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას ელოდებიან, რის შემდეგაც სამუშაოები დაიწყება.
ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელ ხიდტან მისასვლელი...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 12 სკოლის რეაბილიტაციას 730 000 ლარი მოხმარდება. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, 8 სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, 4-ზე კი უახლოეს მომავალში გამოაცხადდება.
“რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქ საგარეჯოს პირველ, გიორგიწმინდის, გომბორის, თოხლიაურის, მანავის, ნინოწმინდის, პატარა ჩაილურის, უდაბნოს, ყანდაურის, წყაროსთავის, ხაშმისა და უჯარმის საჯარო სკოლებს. ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის სულ 730 000 ლარი დაიხარჯება. აღნიშნული თანხა ადგილობრივ თვითმმართველობას განათლებისა და მეცნიერების...
შიდა ქართლის რეგიონში გზების რეაბლიტაციისთვის 34 მლნ ლარი დაიხარჯება,- ამის შესახებ საზოგადოებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის დემოკრატიის სკოლაში ანგარიშის წარდგენისას განუცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მისი განცხადებით, საერთო ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 49 კმ სიგრძის გზას.
ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, დაგეგმილია 7 ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაციაც.
როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა თქვა, შიდა ქართლში 72 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება და ხუთ სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.
2019 წელს ხელისუფლება ხუთ სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშოების ჩატარებას გეგმავს, - ამის შესახებ საზოგადოებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის დემოკრატიის სკოლაში ანგარიშის წარდგენისას განუცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მისი თქმით, ზოგიერთ სახლ-მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია.
"რეაბილიტაცია ჩაუტარდება დიმიტრი ყიფიანის, ნიკო ლომოურის, ივანე ჯავახიშვილის, გიორგი მაზნიაშვილის, ლესია უკრაინკას სახლ -მუზეუმებს. ასევე, იგეგმება გორის ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა", - განახადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
ამასთან,...
2019 წელს რეგიონში 72 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება, - ამის შესახებ საზოგადოებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის დემოკრატიის სკოლაში ანგარიშის წარდგენისას განუცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მისივე თქმით, 2018 წელს რეგიონში 142 ინფრაქსტუქტურული პროექტი დაფინანსდა. მათმა ჯამურმა ღირებულებამ კი 34 მილიონი ლარი შეადგინა.
წინა სტატია
ქალაქ გურჯაანში კოსტავას ქუჩაზე რეგიონული ინოვაციების ცენტრის მშენებლობა დაიწყო. ინფორმაციას კახეთის ხმა ავრცელებს.
გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის ინფორმაციით, ტექნოპარკში სასწავლო ცენტრი, ლაბორატორიები, მაღალტექნოლოგიური ინკუბატორი, საკონფერენციო დარბაზი, შოუ რუმები, საოფისე და რეკრეაციულ სივრცეები განთავსდება.
როგორც დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, მშენებლობა, დაახლოებით, ერთ წელიწადში დასრულდება.
"გურჯაანში რეგიონალური ინოვაციების ცენტრის მშენებლობა ნიშნავს იმას, რომ ახალგაზრდებს ექნებათ მეტი ხელშეწყობა და მეტი რესურსი, საკუთარი იდეები აქციონ ბიზნეს პროექტებად,...
სტატიის გაგრძელება
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. 350 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების 2 სართულიანი სკოლის შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებზე.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მასზე 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.
"მშენებლობა ევროსტანდარტების მოთხოვნათა დაცვით მიმდინარეობს. გამოყენებულ სამშენებლო მასალებს გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერტიფიკატი", -...
ახალციხის ციხის ადმინისტრაციის განცხადებით, ტურისტთა მოთხოვნის გათვალისწინებით, 22 ივნისიდან სამუშაო განრიგი შეიცვლებაა. ინფრმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 22 ივნისიდან ახალციხის ციხე დამთვალიერებლებს 09:00–დან 22:00 საათამდე მოემსახურება.
ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ კი, ზედა ციხეზე ასვლა 19:00 საათამდე იქნება შესაძლებელი, რაც შეეხება ქვედა ციხეს, მისი დათვალიერება მსურველებს ნებისმიერ დროს შეეძლებათ.
ასპინძაში, სოფელ ტოლოშში, ხუთამდე ოჯახს, აწყვიტას გზის რეაბილიტაციისას, სარწყავი არხი გაუუქმეს. ერთ–ერთი ადგილობრივი არხის აღდგენას ითხოვს. მშენებელი კომპანია კი საკითხის შესწავლას ჰპირდება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცლებს.
სოფელ ტოლოშის მკვიდრი ელდარ ზაზაძე ამბობს, რომ სარწყავი არხი, რომლითაც 28 წლის განმავლობაში სარგებლობდა, აწყვიტასთან დამაკავშირებელ გზაზე იყო გაყვანილი და მდინარესთან შეერთებული. ამ წყალსადენით კი, კიდევ ოთხი ოჯახი სარგებლობდა.
ზაზაძე ამბობს, რომ რამდენიმე კვირის წინ,...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ტინისხიდში ამბულატორიის ახალი შენობის ასაშენებლად 80 194 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს.
სატენდერო წინადადებების მიღება 28 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობაზე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება.
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საჭიროებებზე დაფუძნებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების შესახებ მრგვალი მაგიდა გაიმართა.
შეხვედრა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) ორგანიზებითა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით მოეწყო, რომელსაც ადგილობრივი თვითმმართველობის, შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს, საკრებულოს სოციალური კომისიის, არასამთავრობო ორგანიზაციების და შშმ პირთა თემის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მერიის ინფორმაციით, მრგვალი მაგიდის ფორმატში, განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარემ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































