ხაშურის სოფელ ფლევის საჯარო სკოლის მშენებლობისთვის 3 მილიონამდე ლარი იხარჯება

1039

სტატიის გაგრძელება

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფლევში სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. 350 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სტანდარტების 2 სართულიანი სკოლის შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებზე.

შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, სამუშაოებს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო ახორციელებს და მასზე 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.

“მშენებლობა ევროსტანდარტების მოთხოვნათა დაცვით მიმდინარეობს. გამოყენებულ სამშენებლო მასალებს გააჩნია ხარისხის და ეკოლოგიურობის დამადასტურებელი მარკირება და სერტიფიკატი”, – განმარტეს სამხარეო ადმინისტრაციაში. 

მათივე ინფორმაციით, სკოლაში თანამედროვე სასკოლო ინვენტარით აღიჭურვება და იფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. ასევე, გაკეთდება ღია და დახურული სპორტული მოედნები.

“ფლევის საჯარო სკოლის მშენებლობა მალე დასრულდება და განახლებული სასწავლო წლიდან მოსწავლეები და პედაგოგები თანამედროვე სკოლის შენობით ისარგებლებენ. გარდა ფლევისა, სკოლა მიმდებარე ორი სოფლის მოსწავლეებსაც მოემსახურება. მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდებს ყველა პირობა ჰქონდეთ განათლება სრულფასოვან გარემოში მიიღონ, ფლევის საჯარო სკოლა კი ამ შესაძლებლობას იძლევა. საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობას თუ გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამ კუთხით რეგიონში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა“, – განაცხადა მხარის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა სამუშაოების დათვალიერებისას.