გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოფელ ტინისხიდში ამბულატორიის ახალი შენობის ასაშენებლად 80 194 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სამშენებლო სამუშაოები 60 კალენდარული დღის ვადაში უნდა შეასრულოს.
სატენდერო წინადადებების მიღება 28 ივნისს დაიწყება და 1 ივლისს დასრულდება.
შეგახსენებთ, რომ რეგიონებში ამბულატორიებისა და სასწრაფო დახმარების ცენტრების მშენებლობაზე 20 მილიონზე მეტი დაიხარჯება.