შიდა ქართლის რეგიონში გზების რეაბლიტაციისთვის 34 მლნ ლარი დაიხარჯება,- ამის შესახებ საზოგადოებას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა გორის დემოკრატიის სკოლაში ანგარიშის წარდგენისას განუცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
მისი განცხადებით, საერთო ჯამში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 49 კმ სიგრძის გზას.
ასევე, სახელმწიფო რწმუნებულის თქმით, დაგეგმილია 7 ხიდის მშენებლობა/რეაბილიტაციაც.
როგორც გიორგი ხოჯევანიშვილმა თქვა, შიდა ქართლში 72 მილიონი ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება და ხუთ სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.